უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXXV”

ნეტავ ჩემს მუზას ენა ასე რატომ დაება,

რატომ ვერ გითხარ სხვების მსგავსად ხოტბით სალამი?!

სხვის შთაგონებას რომ მფარველობ,როგორც ღვთაება,

ალბათ გგონია,ოქროს აფრქვევს მათი კალამი…

* * *

მე ხომ სხვებივით პირფერობას ვერასდროს შევძლებ,

ვერ განგადიდებ ამ სამყაროს სიგრძე-განივით;

სხვა სიტყვით გაქებს,მე შენს ქებას ფიქრებში ვეძებ

და მხოლოდ “ამინ”-ს გეუბნები დიაკვანივით.

* * *

სხვებს ვეთანხმები – “დიახ-მეთქი”, “მართლაც ასეა”,

მე მათს ამალას უმეცარი ბრიყვივით მივდევ,

გული კი შენი სიყვარულით ისე სავსეა,

არ ვიცი,ჩემს თავს რას დავმართებ სასჯელად კიდევ.

* * *

ვინც შენ შეგაქებს,თუმც მის მზერას პატივით იწყებ,

მეც,ღრმა ფიქრებში გამოკეტილს,ნუ დამივიწყებ.

კომენტარის დატოვება