“დამაკვირდი”

1. “აღმატებულად გონიერია ის ხალხი,რომელსაც კანონზე მეტად გაკიცხვისა ეშინია”. – კლეობულოსი

2. “საუკეთესოდ მივიჩნევ იმ სახელმწიფოს,სადაც დაუშვებელია,რომ უგუნურებმა მართონ და არა გონიერებმა”. – პიტაკოსი

3. “მბრძანებელს მართებს იფიქროს არა მხოლოდ იმაზე,რაც ჟამიერია,არამედ უფრო იმაზე,რაც მარადიულია”. – ქილონი (ავტორი გენია.ჯი)

4. “უნდა ისაუბრო იმაზე,რაც სარწმუნოა,დაუჯერებელ ამბებზე კი,ჯობს,იყუჩო”. – თალეს მილეტელი

5. “ძნელია,იყო ღირსეული”. – სიმონიდე

6. “საუკეთესო წყობა და უძლიერესი სახალხო ხელისუფლება იმ სახელმწიფოშია,სადაც დამნაშავის გასამართლებას ითხოვს არა მხოლოდ ის,ვისაც დაუშავეს,არამედ ისიც,ვისთვისაც არაფერი დაუშავებიათ”. – სოლონი

7. “უმაქნისია ის,ვინც მაშინ აწესრიგებს იარაღს,როდესაც უნდა იყენებდეს”. – ალექსანდრე III მაკედონელი

8. “ძნელია თავიდან აიცილო უსიამო მეგობრობა”. – პლუტარქე (ავტორი გენია.ჯი)

9. “მზე რომ არ არსებულიყო და არც სხვა ვარსკვლავნი,უკუნ ღამეში განვლევდით ცხოვრებას”. – ჰერაკლიტე ეფესოელი

10. “უსამართლობა თუ უსამართლოთათვის არის დამღუპველი,ის დამღუპველია დანარჩენებისთვისაც”. – მარკუს პორციუს კატონი (უფროსი)

კომენტარის დატოვება