მესტრიუს პლუტარქე – “მეგობრობის” შესახებ…
“ჭეშმარიტი მეგობრობა სამ რამეს ანიჭებს უპირატესობას: სათნოებას,როგორც მშვენიერს,სიახლოვეს,როგორც სასიამოვნოს და სარგებლობას,როგორც აუცილებელს”.
* * *
“მეგობრობა,კეთილმოსურნეობა და მადლია სიქველესთან ერთად,რომელიც ყველაზე იშვიათია.ამიტომაა,რომ არ შეიძლება ბევრი ნამდვილი მეგობარი გყავდეს.დიდი მდინარეებიც კი,რომლებიც მრავალ ნაკადად იტოტებიან,პირვანდელ სიძლიერეს კარგავენ.ასევეა მეგობრობაც.ჩვენს სულში თავიდან მძლავრად აღმოცენებული,მას შემდეგ,რაც მრავალს გავუზიარებთ,უფრო და უფრო კნინდება და ფერმკრთალდება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი,რომელიც აბრკოლებს ნამდვილ მეგობრობას,არის მრავალი მეგობრის ყოლის სურვილი.როგორც ეს გარყვნილ ქალებს ემართებათ,მრავალთან ხშირი კავშირის გამო ვეღარ ვახერხებთ ძველი მეგობრების შენარჩუნებას და ისინი,მზრუნველობის გარეშე დარჩენილნი,ჩვენი ცხოვრებიდან მიდიან”.
* * *
“თუკიდიდე ამბობს,რომ ისინი,ვისაც განსაკუთრებით მოჰქონდათ თავი სიქველით,ჭირიანობის დროს ავადმყოფ მეგობრებთან ერთად იხოცებოდნენ,რადგან არ ზოგავდნენ თავს და არ ერიდებოდნენ დაავადებულ მეგობრებთან ურთიერთობას”.
* * *
“ყველასთან მეგობრობა შეუძლებელია,ხოლო არავისთან – გაუგებარი”. (ავტორი გენია.ჯი)