ელინელი ბერიკაცის გულისტკივილი…
ოლიმპიაში გამართულ ერთ-ერთ ასპარეზობაზე,ადგილობრივმა ბერიკაცმა დასწრება გადაწყვიტა და არენისაკენ გაემართა.არენაზე მისულს კი ყველა დასაჯდომი ადგილი დაკავებული დახვდა.მან მრავალ რიგს ჩაუარა,თუმცა ყველგან შეურაცმხყოფელი და დამცინავი სიტყვები მიიღო იმის გამო,რომ არენაზე მყოფ მაყურებლებს საშუალებას უზღუდავდა ნორმალურად ედევნებინათ თვალი ასპარეზობისათვის.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ არც ერთ ბერძენს აზრად არ მოსვლია ხანდაზმული ადამიანისათვის ადგილი დაეთმო.როდესაც,ადგილის ძებნაში მოხუცი იმ რიგს მიუახლოვდა,სადაც სპარტელები იჯდნენ,ყველა ახალგაზრდა სპარტელი ჭაბუკი ფეხზე წამოიმართა და ბერიკაცს თავიანთი ადგილი შესთავაზა.ელინებმა იხილეს-რა სპარტელთა საქციელი,ისინი ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციით დააჯილდოვეს.ამის მნახველმა ბერძენმა ბერიკაცმა,ჭაღარა თმასა და წვერზე ნერვულად გადაისვა ხელი,რის შემდეგაც აცრემლებულმა,დანანებით წარმოთქვა:
” – ვაი,უბედურს! ყოველმა ელინმა იცის,როგორ უნდა მოიქცეს ღირსეულად,მაგრამ მხოლოდ სპარტელები იქცევიან ღირსეულადო”, და იქაურობას,თანამემამულეებზე გულდაწყვეტილი გაეცალა. (ავტორი გენია.ჯი)