რატომ გამოსახავდნენ სპარტელები თავიანთ კერპებს იარაღასხმული?!
როგორც ისტორიულად არის ცნობილი,ლაკედემონელები (სპარტელები) თავიანთ ხის კერპებს ყოველთვის იარაღასხმული გამოსახავდნენ,რაც უცხო ტომელთა გაკვირვების საგანს წარმოადგენდა.ერთ დღეს,ლეგენდად ქცეული სპარტელი კანონმდებლის – ლიკურგეს ძმისწულს – ქარილოსს,აღნიშნული საკითხის შესახებ უცხოელმა შეკითხვა დაუსვა,რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
” – სპარტაში არსებული ყველა ხის კერპი იმიტომ არის იარაღასხმული,რომ ჩვენ თუნდაც შიშის გამო ვერ გავბედოთ გადმოვანთხიოთ ღმერთებზე ის სიბრაზე,რასაც ადამიანებზე ვანთხევთ ხოლმე.გარდა ამისა,არ გვსურს რომ სპარტელმა ახალგაზრდებმა უიარაღო ღმერთების წინაშე დაიწყონ ვედრება”. (ავტორი გენია.ჯი)