“ეშმაკის ადვოკატი”
“ეშმაკის ადვოკატი” – 1587 წელს რომის კათოლიკური ეკლესიის რიგით 227-ე პაპის სიქსტუს V-ეს (1521-1590 წლები) მიერ,კანონიზაციისა და ბეატიფიკაციის (ნეტარად შერაცხვა) საეკლესიო ინსტიტუტების ხელშეწყობის მიზნით,შემოღებული იქნა თანამდებობა,რომელსაც ოფიციალურად “სარწმუნოების ხელშემწყობი” ეწოდა,ხოლო არაოფიციალურად კი – “ეშმაკის ადვოკატი”.ასეთი უცნაური სახელწოდების მქონე თანამდებობის პირის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენდა კანონიზაციაზე და ბეატიფიკაციაზე წარდგენილი კანდიდატის წინააღმდეგ მოეძებნა ყველა ის შესაძლო არგუმენტები,რომლებსაც ძალუძდათ ჩაეშალათ ზემოაღნიშნული საეკლესიო პროცედურები.იგი აკონტროლებდა იმას,რომ რომის კათოლიკურ ეკლესიას არ დაეშვა შეცდომა ამა თუ იმ პერსონის წმინდანად შერაცხვის დროს.თუკი “ეშმაკის ადვოკატი” მოიძიებდა წარდგენილი კანდიდატის საწინააღმდეგო მყარ არგუმენტებს,ამ შემთხვევაში არავის ჰქონდა უფლება მოეხდინა მისი ბეატიფიკაცია და კანონიზაცია. 1983 წლამდე რომის კათოლიკურ ეკლესიაში არც ერთ პერსონას არ ენიჭებოდა წმინდანის სახელი,თუკი მას მხარს არ უჭერდა “ეშმაკის ადვოკატი”,რომელიც თავის მხრივ ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდა.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ თითქმის 400 წლის განმავლობაში,კათოლიკური ეკლესიის მიერ ძალიან შემცირებულ იქნა ადამიანების წმინდანებად შერაცხვა.აღსანიშნავი და საინტერესოა ის გარემოებაც,რომ კათოლიკურ ეკლესიაში,ასევე არსებობდა თანამდებობა,რომელსაც ოფიციალურად – “ღმერთის ადვოკატი” ეწოდებოდა და იგი “ეშმაკის ადვოკატის” სრულიად საწინააღმდეგო ფუნქციებს ასრულებდა.მის მოვალეობაში შედიოდა კანონიზაციაზე და ბეატიფიკაციაზე წარდგენილი კანდიდატის იმ დადებითი არგუმენტების მოძიება,რითაც ის ღირსეულად დაიმსახურებდა წმინდანად შერაცხვას. 1983 წელს რომის,რიგით 264-ე პაპის იოანე-პავლე II მიერ აღნიშნული თანამდებობა ოფიციალურად იქნა გაუქმებული,რის შემდეგაც კათოლიკური ეკლესიის მიერ ძალიან ბევრი ადამიანი იქნა წმინდანად შერაცხული (მარტო იოანე-პავლე II-მ 600 ადამიანი შერაცხა წმინდანად). (ავტორი გენია.ჯი)