ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “აყვავებული ნუშის ტოტები”

“აყვავებული ნუშის ტოტები” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-პოსტიმპრესიონისტის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) მიერ, 1890 წელს ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ შედევრ-სურათს.ტილოს სიმაღლე 73,5 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე კი – 92 სანტიმეტრი.მხატვარმა სურათზე მუშაობა 1890 წელს მას შემდეგ დაიწყო,რაც უმცროსი ძმისაგან – თეო ვან გოგისაგან მიიღო მეტად სასიხარულო შინაარსის მქონე წერილი.კერძოდ,იგი ვინსენტს ატყობინებდა ვაჟიშვილის დაბადებას და ამცნობდა იმასაც,რომ ბიძის საპატივცემულოდ,საკუთარ ვაჟს ვინსენტ ვილემი დაარქვა.მას შემდეგ,რაც დიდმა ნიდერლანდელმა ფერმწერმა სურათზე მუშაობა დაასრულა,იგი თავის ძმას უსახსოვრა.ვინსენტის მოსაზრებით,აღნიშნულ ტილოს მისი ძმისა და რძლის საძინებელი ოთახი უნდა დაემშვენებინა,რადგან სურათის მოტივი ახალი სიცოცხლის დასაწყისთან სიმბოლიზირდებოდა.როგორც ცნობილია,ნუში სხვა მცენარეებისაგან განსხვავებით ყველაზე ადრე იწყებს ყვავილობას და იგი გაზაფხულის მაუწყებელ ერთ-ერთ პირველ მოვლენას წარმოადგენს.სწორედ ამიტომ აიღო ვან გოგმა სურათის მოტივად ახლად აყვავებული ნუშის ტოტები.აღნიშნული სურათის შექმნამდე (1888 წლის მარტის თვეში),ვინსენტი საფრანგეთის სამხრეთით არსებულ ქალაქ არლში გადავიდა საცხოვრებლად,სადაც განსაკუთრებით მოიხიბლა ხილის ულამაზესი ბაღების მშვენიერების ხილვით,რაც ფართოდ ასახა კიდეც თავის შემოქმედებაში.თუმცა,საყურადღებოა ის გარემოება,რომ ვან გოგის მიერ დახატული ტილო “აყვავებული ნუშის ტოტები”-ს კომპოზიცია,აბსოლუტურად განსხვავებულია მისსავე შემოქმედებაში დამკვიდრებული კომპოზიციებისაგან,რადგან სურათზე ასახული ტოტების მკვეთრი კონტურები ერთობ ჩამოჰგავს იაპონურ ხელოვნებისათვის დამახასიათებელ მოვლენას,რომელსაც ვან გოგი პარიზში ყოფნისას გაეცნო.თანამედროვე პერიოდში,ვინსენტ ვან გოგის მიერ შექმნილი შედევრი-ტილო – “აყვავებული ნუშის ტოტები”,დაცულია ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში განთავსებულ,მისივე სახელობის სამხატვრო მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>