ფილიპე II მაკედონელი – “ეპიზოდი”
არგეადების დინასტიის წარმომადგენელ მაკედონიის მეფესა და ალექსანდრე დიდის მშობელ მამას – ფილიპე II მაკედონელს (ძვ.წ.აღ-ით 382-236 წლები),თავისმა ერთ-ერთმა ქვეშევრდომმა სმიკითოსმა არერთხელ მოახსენა იმის თაობაზე,რომ მას,ვინმე ნიკანორი საშინლად ლანძღავდა და აძაგებდა საჯაროდ.ფილიპეს კი,მეგობრები,მეფის მაძაგებლის სასტიკად დასჯას ურჩევდნენ.მიუხედავად ამისა,მაკედონელთა მეფე ნიკანორის დასჯას არ ჩქარობდა.მას შემდეგ,რაც მაკედონიის მეფეს,მეგობრების რჩევამ თავი მოაბეზრა,გადაწყვიტა გაეგო მიზეზი,თუ რატომ ლანძღავდა მას ნიკანორი.კვლევის შედეგად დადგენილ იქნა რომ,ნიკანორი მეფის არც ერთი წყალობით არ სარგებლობდა,რაც მისი უკიდურესი სიღარიბის გამომწვევი მიზეზი იყო.სწორედ ამიტომ გასცა ფილიპემ ბრძანება იმისა,რომ მისი მლანძღველი უხვად დაესაჩუქრებინათ.ნიკანორის დასაჩუქრებიდან მალევე,მეფეს სმიკითოსმავე მიუტანა ამბავი,თუ როგორ გარდაიქმნა ნიკანორი ფილიპეს მიმართ და როგორ ასხამდა ხოტბას მას.ყოველივე ამის შემდგომ,მაკედონელთა მეფემ თავისთან მიიწვია მეგობრები და მოუყვა მათ მისი მაძაგებლის “ფერიცვალების” შესახებ.ბოლოს კი განუცხადა: ” – აი,ჩემო მეგობრებო,ხომ ხედავთ,ჩვენვე განვაგებთ იმას,ჩვენს თავზე კარგს მოვისმენთ თუ ცუდსო”. (ავტორი გენია.ჯი)