საინტერესო დამთხვევა…
პირველ მსოფლიო ომში დაღუპული უკანასკნელი ბრიტანელი (ინგლისელი) ჯარისკაცი გახლდათ,რიგითი – ჯორჯ ედვინ ელისონი (1878-1918 წლები).იგი (სრულიად არამიზანმიმართულად) დაკრძალულ იქნა ბელგიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ მონსის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულ სამხედრო სასაფლაოზე – ჯონ ანრი პარის (1897-1914 წლები) საფლავის მოპირდაპირე მხარეს.ამაში გასაკვირი ალბათ არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ინგლისური წარმომავლობის მქონე ბრიტანული არმიის რიგითი – ჯონ ანრი პარი გახლდათ ის პირველი ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე,რომელიც ავბედით პირველ მსოფლიო ომს ემსხვერპლა.ასე,რომ პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლი,პირველი და უკანასკნელი ბრიტანელი სამხედროების საფლავები,ერთმანეთის პირისპირ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ.ეს კი მართლაც საინტერესო დამხვევა იყო,რაზეც მრავალმა ადამიანმა გაამახვილა კიდეც ყურადღება. (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ ანრი პარის საფლავი