Adetomyrma venatrix
Adetomyrma venatrix – წარმოადგენს ტროპიკულ ჭიანჭველასებრთა ოჯახის სიფრიფანაფრთიანთა რიგის პატარა მოცულობის მქონე ქვესახეობის ჭიანჭველას.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ქვესახეობის ჭიანჭველას,თავისი სპეციფიკური კვების გამოისობით – “ჭიანჭველა-დრაკულა” უწოდეს.მათი გავრცელების ერთადერთ არეალს ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს – მადაგასკარის დასავლეთ ნაწილი წარმოადგენს.აღსანიშნავია ისიც,რომ ასეთი სახეობის ჭიანჭველა,არც თუ ისე შორეულ წარსულში,კერძოდ 1994 წელს აღმოაჩინა ენტომოლოგმა ბრაიან ფიშერმა.თუმცა თავდაპირველად ამ აღმოჩენისათვის მეცნიერებს დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ. Adetomyrma venatrix-ის ჭიანჭველებმა მეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღება მხოლოს მას შემდეგ მიიქციეს,რაც 2001 წელს მიაკვლიეს მათ კოლონიებს,რის შემდეგაც კარგად შეისწავლეს ისინი.სხეულის სიგრძე 3-4 მილიმეტრი აქვთ.მუშა (ანუ სქესობრივად განუვითარებელი მდედრი) და მდედრი ჭიანჭველების შეფერილობა მოყვითალო-ნარინჯის ფერია,ხოლო მამრები მოყავისფრო-ყვითელი ფერის არიან.თითოეული ოჯახი ასეულობით და ხშირად ათასობით ეგზემპლარისაგან შედეგება.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,ისინი დედამიწაზე ათეულობით მილიონი წლის წინ გაჩნდნენ,თუმცა თავიანთი თანამოძმეებისაგან ძალიან განსხვავებული არიან როგორც ფიზიკური მონაცემებით,ასევე ცხოვრების წესითაც.”ჭიანჭველა-დრაკულებად” იმიტომ მოიხსენიებენ,რომ მათივე განსაკუთრებული ანატომიის გამო,გააჩნიათ უნიკალური კვების წესი,რაც გამოიხატება შემდეგში: ზრდასრულ ეგზემპლარებს მყარი საკვების მონელება უჭირთ,რის გამოც ჰემოლინფას (სითხე,რომელიც მიმოიქცევა სხვადასხვა უხერხემლო ცხოველების სხეულში) წოვენ თავიანთ მატლებს,თუმცა არა ისე რომ ისინი სიცოცხლეს გამოასალმონ.შესაბამისად,ჰემოლიმფის მიღება,მათ მყარი საკვების მონელებასა და გადამუშავებაში ეხმარებათ.აღნიშნულის გამო,რიგი სპეციალისტები მათ “ვამპირებადაც” კი მოიხსენიებს.საინტერესოა ისიც,რომ ასაკოვანი Adetomyrma venatrix-ის წარმომადგენლები ბრმავდებიან,თუმცა,ეს მათ ხელს არ უშლის საკვების მოპოვებაში და ამაში ხელს უწყობს არა მარტო 12 სეგმენტირებული ანტენა,არამედ შხამიცც.დღესდღეობით,Adetomyrma venatrix-ის ძალიან მცირე რაოდენობის ჭიანჭველაა შემორჩენილი ბუნებაში,რის გამოც აღიარებული არიან როგორც – “გადაშენების საფრთხის წინაშე” მყოფი მწერები.