ჩინური “ჰარი პოტერი”
2002 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ანონიმური ავტორის მიერ გამოქვეყნებულ იქნა წიგნი,სახელწოდებით – “ჰარი პოტერი და ბაო ზულონგი”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დიდი ინგლისელი მწერლის – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის წიგნი – “ჰობიტი” სრული ტექსტით იყო ნათარგმნი ჩინურ ენაზე,თუმცა საინტერესოა ის,რომ მასში მოყვანილ პერსონაჟებს წარმოადგენდნენ გამოჩენილი ინგლისელი მწერალი ქალის – ჯოან როულინგის მიერ შექმნილი წიგნების სერიის უმთვრესი გმირი ჰარი პოტერი და ნაწარმოებების სხვა პერსონაჟები.შესაბამისად,ჩინელი ანონიმი “მწერლის” მიერ თარგმნილ”ჰობიტში”,აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი როულინგის ნაწარმოებების პერსონაჟებით იყო ჩანაცვლებული.ამ უცნაურ ჩინურ ნაზავში კი,”ჰარი პოტერიდან” მხოლოდ რამდენიმე წინადადება იყო გადატანილი.მას შემდეგ,რაც აღნიშნული ფაქტი როულინგისათვის გახდა ცნობილი,საქმეში მისი იურისტები ჩაერთვნენ.მათ,ჩინელი გამომცემლობებისაგან საავტორო უფლებების ფეხქვეშ გათელვის გამო,რეალური ავტორის დასაკმაყოფილებლად საკმაოდ სოლიდური ჰონორარი მოითხოვეს.იმ ჩინურმა გამომცემლობამ კი,რომელმაც გამოსცა “ჰობიტის” და “ჰარი პოტერის” უცნაურად ნაზავი-წიგნი,როულინგს მხოლოდ და მხოლოდ 3 400 ამერიკული დოლარი გადაუგზავნა და პრესის ფურცლებიდან ბოდიში მოუხადა.გასათვალისწინებელია ის რომ,ამ დროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში,ანონიმი ავტორის მიერ დაწერილი წიგნის – “ჰარი პოტერი და ბაო ზოლუნგი”-ს მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული. (ავტორი გენია.ჯი)