კასტურბა მოჰანდას განდი – “ეპიზოდი”
კასტურბა მოჰანდას განდი (1869-1944 წლები) – წარმოადგენდა ინდოეთის სულიერი და პოლიტიკური ლიდერის მოჰანდას კარამჩანდ განდის მეუღლეს.საყურადღებოა ის ფაქტი,რომ კასბურბა მოჰანდასს 1882 წელს 13 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად და ერთად მთელი 62 წელიწადი თანაიცხოვრეს. 1944 წელს განდის მეუღლე კასტურბა ბრონხიალური პნევმონიით დაავადდა.გარდა ამისა,გადატანილი ჰქონდა რამდენიმე ინფარქტიც.ვაჟიშვილებმა დედას პენიცილინის საშუალებით მკურნალობა შესთავაზეს,თუმცა მისგან კატეგორიული უარი მიიღეს,რადგან იგი ტრადიციულ ინდურ სამედიცინო მეთოდებს ანიჭებდა უპირატესობას.მაგალითად ისეთს,როგორიც იყო მდინარე განგით განბანვა.სწორედ ამის გამო ამბობდა განდი,რომ მისი მეუღლის ბედი მხოლოდ ღვთის ხელში იყო,რომელიც ავადმყოფის რწმენას სცდიდა. 1944 წლის 22 თებერვალს კასუტრბა მოჰანდას განდი გარდაიცვალა.მისი გარდაცვალებიდან ორიოდ თვეში თავად მოჰანდასი დაავადდა მალარიით.მან,მეუღლის მსგავსად ტრადიციული ინდური მედიცინით სცადა განკურნება,თუმცა მას შემდეგ რაც 3 კვირის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შედეგი არ დადგა,ქინინის მიღებას დაყაბულდა და მეუღლისაგან განსხვავებით – სიცოცხლეც შეინარჩუნა (ქინინი როგორც სამკურნალო საშუალება,ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ იყო ცნობილი,ხოლო პენიცილინი ხმარებაში 1942 წელს შემოვიდა,თუმცა ისიც ძალიან რთულად საშოვნელი იყო).განკურნების შემდეგ ინდოეთის ეროვნულმა გმირმა,კიდევ 4 წელიწადი იცოცხლა და საბოლოოდ მისი სიცოცხლე თავდასხმამ შეიწირა. (ავტორი გენია.ჯი)