“Allahakbarries” – (გენიალურ ლიტერატორთა კრიკეტის გუნდი)

“Allahakbarries” – 1890 წელს დიდი შოტლანდიელი დრამატურგის,რომანისტისა და ავტორის საყოველთაოდ ცნობილი ზღაპრის “პიტერ პენი კესიგსტონის ბაღებში” – ჯეიმს მეთიუ ბარის (1860-1937 წლები) მიერ,დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებულ იქნა ლიტერატორთა სამოყვარულო კრიკეტის გუნდი,რომელსაც “Allahakbarries” უწოდეს,რაც როგორც მოგეხსენებათ თარგმანით “დიდება ალაჰს” აღნიშნავს (არის ვარაუდი,რომ მათ გუნდისათვის სხვა – “ზეცა დაგვეხმარება ჩვენ” სახელის დარქმევა სურდათ,თუმცა არაბული ენიდან თარგმანში შეცდომა იქნა დაშვებული).აღნიშნულ კრიკეტის სამოყვარულო გუნდში თამაშობდნენ ისეთი გენიალური ლიტერატორები,როგორებიც იყვნენ – ჯოზეფ რედიარდ კიპლინგი (“ჯუნგლების წიგნი”-ს ავტორი); არტურ კონან დოილი (შერლოკ ჰოლმსის ავტორი); ჰერბერტ ჯორჯ უელსი (“დროის მანქანის” ავტორი); სერ პელემ გრენვილ ვუდჰაუზი (“წარუმატებელი ფული”-ს ავტორი); ჟილბერტ კისტ ჩესტერტონი (“ჩოსერი”-ს ავტორი); ჯერომ კლაპკა ჯერომი (“სამნი ნავში”-ს ავტორი); ალან ალექსანდრე მილნი (“წითელი სახლის საიდუმლო”-ს ავტორი); ერნესტ უილიამ ჰორნუნგი (“ჯელტმენები და პროფესიონალები”-ს ავტორი); ალფრედ ედუარდ ვუდლი მეისონი (“ვილა როზა”-ს ავტორი); ჰენრი ლა ტანგე (ფერმწერი); ალფრედ ტენისონი (პოეტი) და სხვები.

1890 წელს ჯეიმს მეთიუ ბარის მიერ გამოქვეყნებული იქნა 40 გვერდიანი წიგნი “”Allahakbarries C.C.”,სადაც აღწერილი იყო კრიკეტის ლიტერატორ-მოყვარულთა გუნდის შესახებ.აღნიშნული წიგნი კიდევ რამდენჯერმე იქნა გამოცემული და დღესდღეობით მხოლოდ კოლექციონერულ ფასეულობას წარმოადგენს.გენიალურ ლიტერატორთა მიერ დაკომპლექტებულმა კრიკეტის გუნდმა,რაიმე დიდ სპორტული წარმატებას ვერ მიაღწია და 1913 წელს დაიშალა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>