იცით თუ არა,რომ

1. ისტორიული დოკუმენტების თანახმად – მევახშეობა,ანუ ფულის სესხის პროცენტის სახით გაცემა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნის ბაბილონში არსებობდა.ცნობისათვის,პირველი დაწესებულებები,სადაც ადამიანები თავინთ ფულს ინახავდნენ,სხვადასხვა ღმერთების სახელებზე აგებული ტაძრები იყო.მაგალითად,ძველი ბერძნები თავიანთ დანაზოგს აკროპოლისის ტერიტორიაზე აგებულ ტაძრებში ინახავდნენ.

2. სერბული წარმომავლობის მქონე გენიალურ ამერიკელ ფიზიკოსს,გამომგონებელსა და ინჟინერს – ნიკოლა ტესლას,მიკრობების საშინელი ფობია აწუხებდა,რის გამოც,იგი სანამ საკვებს მიიღებდა 18 სალფეთქით წმენდდა მაგიდაზე დალაგებულ კოვზს,ჩანგალსა და თეფშს. (ავტორი გენია.ჯი)

3. შოტლანდიის მეფე ჯეიმზ IV (1473-1513 წლები),მოყვარული-სტომატოლოგი გახლდათ.იმისათვის,რომ მას თავისი ქვეშევრდომების დაავადებული კბილებისათვის ემკურნალა,მათ ფულსაც კი უხდიდა.

4. სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მდებარე ისრაელის სახელმწიფოში,ის ადამიანი,რომელსაც ფაშისტების მიერ “ჰოლოკოსტის” მოწყობაში ეჭვი ეპარება,კანონით ისჯება.

5. 1863 წლის 10 იანვარს ლონდონში გახსნილი პირველი მეტროსადგურის სარკინიგზო ხაზის სიგრძე 3 600 მეტრი იყო და სულ 7 სადგურს მოიცავდა.

6. გერმანიის ქალაქ ჰალბერშტადტის ახლოს მდებარეობს სოფელი,სახელწოდებით – შახდორფ-შტრებეკი,სადაც უკვე ასეულობით წელიწადია იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური თამაში – ჭადრაკი,რომ სოფლის გერბზე ამ დიდებული თამაშის საჭადრაკო დაფაც კია გამოსახული.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ აღნიშნული სოფელი “იუნესკომ” მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა.

7. ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი სტიქიის – ტროპიკული ციკლონებისათვის,მხოლოდ მანდილოსნების სახელების დარქმევა 1953 წლიდან იღებს სათავეს.

8. შუა საუკუნეებში,რომის კათოლიკური ეკლესიის პაპები,კატეგორიულად კრძალავდნენ ფულის პროცენტით გასესხებას.

9. საინტერესო ფაქტია,რომ პირენეის მთებში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა სახელმწიფოში – ანდორის სამთავროში,ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ – 10 ამერიკული დოლარის ექვივალენტია და ამ თანხით ისინი ყიდულობენ ცარიელ ვაზნებს,რომლებსაც ეროვნული დღესასწაულების დროს იყენებენ. (ავტორი გენია.ჯი)

10. წყალბურთის სამშობლო დიდი ბრიტანეთია.იგი პირველად გამოგონებულ იქნა 1869 წელს შოტლანდიელი ჟურნალისტის – უილიამ უილსონის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>