ნიკოლოზ ნეკრასოვის უარყოფითი თვისებები…
გამოჩენილი რუსი პოეტი,მწერალი და პუბლიცისტი – ნიკოლოზ ნეკრასოვი (1821-1877 წლები),აზარტული თამაშების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა და რიგი სათამაშო სახლების ხშირი სტუმარიც გახლდათ.მას მეგობრები ყოველთვის ურჩევდნენ,რომ ეს მანკიერი თვისება როგორმე მოეცილებინა,წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო ჯამში კარგ შედეგებამდე არ მიიყვანდა.იგი იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ წარმატებაში,რომ მეგობრებს იქით ამშვიდებდა: “ნუ წუხხართ! მე არ წავაგებ! ახლა უკვე ისეთ ადამიანებთან ვთამაშობ,რომელთაც გრძელი ფრჩხილები არა აქვთ!”
გრძელ ფრჩხილებზე აქცენტს იმიტომ აკეთებდა,რომ ერთ დღეს უკრაინული წარმომავლობის მქონე პოეტთან,მწერალთან და მთარგმნელთან – ალექსანდრე აფანასევ-ჩუჟბინსკისთან თამაშის შემდეგ (სადაც საკმაოდ დიდი ფული – 5 000 მანეთი წააგო) აღმოაჩინა ფრჩხილებით მონიშნული ბანქოს ქაღალდები,რის საშუალებითაც მოწინააღმდეგემ დაამარცხა.მიუხედავად დიდი ფულის წაგებისა,აზარტული თამაშებისათვის თავი მაინც არ გაუნებებია,თუმცა მას შემდეგ აღარასოდეს უთამაშია ისეთ მოწინააღმდეგეებთან,რომელთაც გრძელი ფრჩხილები ჰქონდათ…
თავდაპირველად ნეკრასოვი ყოველწლიურად 20 000 მანეთს ინახავდა სათამაშოდ,თუმცა დროის გასვლასთან ერთად სათამაშო ბიუჯეტს უფრო და უფრო ზრდიდა და საბოლოოდ 60 000 მანეთზე ავიდა.აღსანიშნავია ისიც,რომ ნეკრასოვს საკმაოდ მაღალი ჰონორარები შემოდიოდა თავისი შემოქმედებიდან,რაც ხელს უწყობდა მისი აზარტული თამაშებით გატაცებას. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ისიც,რომ ნიკოლოზი საკმაოდ კარგად თამაშობდა და იღბლიანი მოთამაშეც იყო.ყოფილა შემთხვევები,როდესაც მას დღეში უზარმაზარი თანხა – 100 000 ვერცხლის მანეთიც კი მოუგია.ნიკოლოზ ნეკრასოვის აზარტომანული მიდრეკილება,მას აიძულებდა,ისევე როგორც ყველა მოთამაშე,თამაშის მიმდინარეობისას დამკვიდრებული ცრურწმენები დაეცვა.ამის თვალნათელი მაგალითი გახლდათ ის,რომ ერთ დღეს,თამაშის დაწყების წინ რუსულენოვანი ჟურნალის – “სოვრემენიკი”-ს თანამშრომელმა – იგნატიუს პიოტროვსკიმ ნეკრასოვს 300 მანეთის ვალად მიცემა სთხოვა.აზარტული მოთამაშეებისათვის დაუწერელი კანონია რომ,თამაშის პროცესში ფული არ გაასესხონ და ასევე მოიქცა ნიკოლოზიც.შესაბამისად,მან ფულის სესხებაზე იგნატიუსს უარი განუცხადა.მიუხედავად ამისა,პიოტროვსკი ნეკრასოვს მაინც არ მოეშვა და უთხრა,რომ თუკი 300 მანეთს არ ასესხებდა,იგი თავს მოიკლავდა (შუბლს გაიხვრიტავდა).ნიკოლზს მისი სიტყვები სასაცილოდაც არ ეყო და მას ფულის სესხებაზე კვლავაც კატეგორიული უარი უთხრა.მეორე დღეს კი გაიგო,რომ იგნატიუსმა სიცოცხლე მართლაც სუიციდით (შუბლში ტყვიის დახლით) დაასრულა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ ფაქტის გამო,მას მთელი ცხოვრების განმავლობაში სინდიდი ქენჯნიდა და ხშირად უყვებოდა კიდეც ახლობლებს.
ნიკოლოზ ნეკრასოვის ბიოგრაფიაში ასევე საყურადღებოა ის გარემოება,რომ მან ცოლი წაჰგვარა თავისსავე ლიტერატორ მეგობარს – ივანე პანაევს.ცნობილია,რომ პანაევის ულამაზესი მეუღლე – ავდოტია პანაევა,გენიალურ რუს მწერალს – თედორე დოსტოევსკისაც ძალიან უყვარდა,თუმცა ქალმა არჩევანი ნეკრასოვის სასარგებლოდ გააკეთა და სწორედ მას გაჰყვა ცოლად.რაც ყველაზე საინტერესოა,არის ის რომ ნეკრასოვი პანაევების სახლში გადავიდა საცხოვრებლად და 16 წელიწადი იცხოვრა არა მარტო ავდოტიასთან ერთად,არამედ მის ყოფილ მეუღლესთან ერთადაც.ასეთი საშინელი საქციელების ჩადენის გამო,ნეკრასოვს უამრავი ადამიანი აძაგებდა.ხალხი ამბობდა,რომ მან ცოლი წაართვა მეგობარს,არ რცხვენოდა ცხოვრება სხვის ბინაში და ეჭიანობის გამო დებოშებს უწყობდა,ქალის ყოფილ კანონიერ მეუღლეს.სწორედ აღნიშნულ პერიოდში უგანა ნეკრასოვს ბევრმა ძველმა მეგობარმა,რაც ესოდენ ნაკლებად აღელვებდა მას.ნიკოლოზისათვის მთავარი იყო ავდოტიასთან ერთად ბედნიერი ყოფილიყო.გარდა ავდოტიასი,ნეკრასოვს სხვა ქალებთანაც ჰქონდა სასიყვარულო რომანები.მათ შორის უკანასკნელი გახლდათ – ფეკლა (ზინაიდა) ვიქტოროვა.სიცოცხლის ბოლო პერიოდში იგი ბევრ ალკოჰოლურ სასმელს სვამდა.გარდაცვალებამდე ექვსი თვით ადრე სწორნაწლავის კიბო აღმოაჩნდა და სწორედ მაშინ შეირთო ოფიციალურად ფეკლა ცოლად.ნიკოლოზ ნეკრასოვი გარდაცვალა 1877 წლის 27 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში. (ავტორი გენია.ჯი)
ავდოტია პანაევა
ფეკლა (ზინაიდა) ანტონოვა