იან დ’აკოსტა – “ყველაზე ერუდირებული მასხარა”
იან დ’აკოსტა (შესაძლოა ასევე მოვიხსენიოთ,როგორც – იან ლაკოსტა) – დაიბადა 1665 წელს პორტუგალიაში.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,იგი წარმოადენდა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ერუდირებულ და გონიერ მასხარას,რომელიც ფლობდა ექვს ევროპულ ენას,ბრწინვალედ იცოდა ბიბლია და გააჩნდა შესანიშნავი განათლება.იანი,ეგრეთ წოდებული – მარანების წარმომადგენელთა შთამომავალი გახლდათ (ტერმინი,რომლითაც ესპანეთსა და პორტუგალიაში მოიხსენიებდნენ იმ ებრაელებს,რომელთაც საკუთარ რწმენაზე უარი განაცხადეს და ქრიტიანობა მიიღეს).იგი იძულებული გახდა პორტუგალია დაეტოვებინა და ჩრდილოეთ აფრიკაში გადაბარგებულიყო.ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ევროპაში დაფუძნდა და მამასთან და ძმებთან ერთად გერმანიის ქალაქ ჰამბურგში სამაკლერო ოფისი გახსნა.მოგვიანებით,ეტიკეტის გაკვეთილების ჩატარებას მიჰყო ხელი. 1712-1713 წლებში,თავისი დიდებული ერუდიციით მოხიბლა ჰამბურგში სტუმრად მყოფი რუსეთის იმპერატორი პეტრე I,რომელმაც იგი თავის ოჯახთან ერთად რუსეთში წაიყვანა.იანს ბრწყინვალე განათლებასთან ერთად,ბრძნული გადაწყვეტილებების მიღების უნარიც გააჩნდა.მას არაერთი რჩევა მიუცია იმპერატორისათვის თავგასულ ბოიართა წინააღმდეგ თუ რა მეთოდებით უნდა ებრძოლა.ცნობილია ისიც,რომ მანვე მისცა რჩევა პეტრეს,თუ რა საშუალებით იყო შესაძლებელი იმპერიაში მაცხოვრებელი რუსი მამაკაცებისათვის წვერის ტარება აეკრძალა.ამ თვისებების გამო,პეტრე იანს “კერპსაც” კი უწოდებდა. 1717 წელს იან დ’აკოსტა მართლმადიდებლად მოინათლა.რუსეთის იმპერატორს ძალიან უყვარდა მასთან პოლემიკაში შესვლა,განსაკუთრებით რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე.მალევე,მას თავისივე შესანიშნავი და ბეჯითი სამსახურისათვის,პეტრე პირველმა – “სამოედელი მეფის” ტიტული უბოძა და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ერუდირებულ მასხარას საჩუქრად გადასცა ფინეთის ყურეში არსებული სომერსის უკაცრიელი კუნძული.მიუხედავად ამისა,სასახლის კარზე დატრიალებული ინტრიგების გამო,მას ბრალი დასდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ და სიკვდილმისჯილ რუს სახელმწიფო მოხელესთან პეტრე შაფიროვთან კავშირში,რის გამოც 1723 წელს გავლენიანი რუსი პოლიტიკოსისა და სამხედრო პირის – ალექსანდრე მენშიკოვის ინიციატივით გადასახლებულ იქნა ციმბირში მდებარე სოფელ ვოდკრესენოეში.პეტრე I-ის გარდაცვალების შემდგომ,ის კვლავ უკან დააბრუნეს,რის შემდეგაც მასხარას როლით იმსახურა რუსეთის მეოთხე იმპერატორის ანა იოანეს ასულისა და მისი ფავორიტის – ერნსტ იოჰან ბირონის სასახლის კარზე.მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ერუდირებული მასხარა იან დ’აკოსტა გარდაიცვალა 1740 წელს სანკტ-პეტერბურგში,სადაც დაკრძალეს კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)
იან დ’აკოსტა