სისა ბენ დაჰირი
სისა ბენ დაჰირი – წარმოადგენდა იმ ლეგენდარულ და ბრძენ ინდოელ ბრაჰმანს (ინდუიზმის ყველაზე მაღალი წოდების – ვარნის წარმომადგენელი,ქურუმი ან ინტელექტუალი),მათემატიკოსსა და შემოქმედს,რომელსაც დამკვიდრებული მითის მიხედვით მიეწერება ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური თამაშის – ჭადრაკის გამოგონება.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი სახელი მრავალ თხზულებაში გვხვდება,თუმცა პირველად იგი მოხსენიებულ იქნა ალ ადლის მიერ შედგენილ ტრაქტატში.თავის მხრივ,ალ ადლი (800-870 წლები) გახლდათ ის პირველი არაბი შატრანჯისტი (ჭადრაკის წინამორბედი სამაგიდო თამაში),რომელმაც სახელი გაითქვა აბასიანთა დინასტიის წარმომადგენელი ბაღდადის ხალიფების ალ-მუთავაქილისა და ალ-ვასიქის სასახლის კარზე დიდებული თამაშით.დღედღეობით,სამწუხაროდ,მის მიერ დაწერილი ტრაქტატი დაკარგულად მიიჩნევა.იმას,რომ ჭადრაკი სისა ბენ დაჰირის მიერ იქნა გამოგონებული,ადასტურებს სპარსული,არაბული და სხვა თურქულენოვანი ისტორიული წყაროები,მათ შორის ფოლკლორული ნაწარმოებებიც.ერთ-ერთი გავრცელებული ლეგენდის თანახმად,სისა ჯერ კიდევ მოზარდი ინდოელი მეფის მთავარი მრჩეველი გახლდათ,როდესაც მასთან მივიდნენ უახლოესი გარემოცვის წევრები და მოახსენეს: “ომისათვის უნდა მოემზადოთ მეფეო!” – რაზეც მან მიუგო: “მე არასოდეს მინახავს ბრძოლა და არ ვიცი,როგორ უნდა ვიბრძოლო.თუკი შეგიძლიათ რაიმე ისეთი მოიფიქრეთ,რომ საკუთარი თვალებით ვიხილო თუ რა არის ბრძოლა”.ამავე ლეგენდის თანახმად,სწორედ ამის შემდეგ გამოიგონა სისა ბენ დაჰირმა ჭადრაკი,რომელიც თავის მხრივ შესანიშნავ საშუალებას აძლევდა მეფეს სულ რაღაც პატარა საჭადრაკო დაფაზე ბრძოლის ყველა შესაძლო მეთოდი ენახა და დაეხვეწა.როდესაც მოზარდმა მეფემ ჭადრაკის თამაშს კარგად დაეუფლა,ყველა თავისი მტერიც დაამარცხა.გარდა აღნიშნული ლეგენდისა,ასევე არსებობს საყოველთაოდ გავრცელებული მითიც,რომელზეც თქვენ ყურადღებას აღარ გავამახვილებ.საინტერესოა ის გარემოება,რომ მიუხედავად მრავალი ლეგენდისა,სისა ბენ დაჰირის ისტორიული პიროვნების არსებობა მეცნიერულად დადასტურებული არ გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი)