გუუს ჰიდინკი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა – გუუს ჰიდინკმა,რომელიც სხვა უამრავ საფეხბურთო კლუბთან ერთად სათავეში უდგა ისეთ ეროვნულ ნაკრებებს,როგორებიც არის – ნიდერლანდების,თურქეთის,ავსტრალიის და ასე შემდეგ,პროფესინონალური საფეხბურთო კარიერა 1967 წელს ნიდერლანდების აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დუტინჰემის საფეხბურთო გუნდში – “დე გრაფსხააპში” დაიწყო.მისი შესანიშნავი თამაშით იმთავითვე მოიპოვა ადგილობრივი გულშემატკივრების დიდი სიყვარული,თუმცა ჰიდინკის კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია არც ისეთ ნიდერლანდულ გრანდს,როგორიცაა – “პსვ ეინდჰოვენი” და სულ რაღაც სამ წელიწადში (1970 წელს) იგი გადაყვანილი იქნა კიდეც ახალ კლუბში.აღნიშნულმა ტრანსფერმა “დე გრაფსხააპის” გულშემატკივართა დიდი გულისწყრომა გამოიწვია და ისინი კლუბის დირექტორატისაგან მის დაუყონებლივ დაბრუნებას მოითხოვდნენ.მიუხედავად ამისა,გუუს ჰიდინკი “პსვ”-ში ორი სეზონის განმავლობაში მაინც დარჩა და როდესაც “დე გრაფსხააპმა” მისი უკან დაბრუნება გადაწყვიტა,აღმოჩნდა რომ კლუბს მისი კლუბში დაბრუნებისათვის საჭირო ტრანსფერის თანხა – 40 000 ნიდერლანდული გულდენი არ აღმოაჩნდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო “დე გრაფსხააპის” გულშემატკივრებმა თანხის შეგროვება და შეაგროვეს კიდეც.მათ თავიანთ საყვარელ კლუბს გუუს ჰიდინკის “პსვ”-ედან გამოსახსნელი თანხა გადასცეს და 1972 წელს იგი კვლავ “დე გრაფსხააპს” დაუბრუნდა,სადაც 1977 წლამდე ითამაშა,ხოლო 1982-1984 წლებში კი წვრთნიდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)
“დე გრაფსხააპის” საფეხბურთო კლუბის ლოგო