ფრანჩესკა კაჩინის შესახებ…
ფრანჩესკა კაჩინი (1587-1641 წლები) – წარმოადგენდა ბაროკოს ეპოქის იმ ერთ-ერთ უდიდეს იტალიელ (ფლორენციელ) კომპოზიტორს, პოეტს, მომღერალსა და არფაზე დაკვრის დიდოსტატ ქალბატონს, რომლის სახელთანაც ასოცირდება საოპერო ხელოვნების ისტორიაში ქალის მიერ პირველი ოპერის დაწერა.ფრანჩესკას მამა – ჯულიო კაჩინიც სახელოვანი კომპოზიტორი გახლდათ და პირველად მუსიკალურ ხელოვნებასაც სწორედ მისგან ეზიარა.მუსიკალურ სამყაროში თავდაპირველად თავი სიმღერით დაიმკვიდრა და იმდენად დიდ წარმატებასაც მიაღწია,რომ მისი სახელი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა,რამაც განაპირობა ის,რომ ფრანჩესკამ,საფრანგეთის მეფის ანრი IV დე ბურბონისა და მარია მედიჩის ქორწილის დროს (1600 წელი) რიგი მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთის მეფე იმდენად მოხიბლული გახლდათ კაჩინის მუსიკალური ხელოვნებით,რომ 1604 წელს ფრანჩესკას ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთშიც კი გადაიყვანა და თავის სამეფო სასახლის წამყვან მუსიკოსადაც აქცია.თავის სამშობლოში – იტალიაში,მისი ხელოვნებით განსაკუთრებით მოხიბლული გახლდათ დიდი იტალიელი კომპოზიტორი – კლაუდიო მონტევერდი.1607 წელს დაქორწინდა მომღერალზე – ჯოვანი ბატისტა სინიორიზე,რომელთან თანაცხოვრებაშიც ერთი გოგონა შეეძინა,თუმცა 1626 წელს მეუღლე გარდაეცვალა.მანამდე კი, 1625 წელს იტალიელი დრამატურგის – ლუდოვიკო არისტოს პოემის – “გაშმაგებული როლანდი”-ს მიხედვით დაწერა ოპერა – “La liberazione di Ruggeiro” (რუჯეროს განთავისუფლება),რომელიც იქცა კიდეც საოპერო ისტორიაში იმ პირველ ოპერად,რომელიც კი ოდესმე დაუწერია ქალს. 1627 წელს ფრანჩესკა მეორედ დაქორწინდა.ამჯერად მისი რჩეული იტალიელი არისტოკრატი ტომაზო რაფაელი გახლდათ,რომელთან თანაცხოვრებაშიც ერთი ვაჟი შეეძინა,თუმცა 1630 წელს ტომაზი მოულოდნელად გარდაიცვალა და კაჩინიც მეორედ დაქვრივდა.მიუხედავად ასეთი ტრაგედიებისა,იგი მაინც აქტიურად იყო ჩართული მუსიკალურ ხელოვნებაში და წერდა ინტერმედიებსა (კომიკური ხასიათის მქონე მცირე ზომის პიესა,რომელიც განკუთვნილი გახლდათ ოპერისათვის) და ოპერებს. 1637 წელს ფრანჩესკამ მედიჩების სამეფო კარი დატოვა და მას შემდეგ,კაჩინის კვალიც ქრება.ზოგიერთი წყაროს ცნობით,ფრანჩესკა კაჩინი გარდაიცვალა 1645 წლის თებერვლის თვეში,თუმცა ოფიციალური მონაცემების თანახმად,მისი გარდაცვალების თარიღად 1641 წელია მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)