რამდენიმე ფაქტი სამხრეთ კორეის შესახებ…
დედამიწაზე არსებულ ყველა ერს რომ თავისიბური ცრურწმენები გააჩნია,ახალი ამბავი არავისთვის არ არის.შესაბამისად,გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც აღმოსავლეთ აზიაში,კორეის ნახევრაკუნძულზე მდებარე – სამხრეთ კორეაა (ოფიციალური სახელწოდება – კორეის რესპუბლიკა).აღნიშნული ქვეყნის მოსახლეობაში დამკვიდრებული აზრით,მათთვის კატეგორიულად მიუღებელია წითელი მელნის მქონე საწერ-კალმით წერა და ეს მითუმეტეს იმ შემთხვევაში,როდესაც ამავე ფერის მქონე მელნიანი კალმით ცოცხალი ადამიანის სახელი უნდა დაიწეროს.კორეელთა მოსაზრებით,ამ დროს,ის ადამიანი,რომლის სახელიც წითელი კალმით იქნება დაწერილი,უცილობლად რაიმე უბედურებას გადაეყრება.ისინი ამ ფერის მელნის მქონე საწერ-კალმებს მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანების სახელების აღსანიშნავად იყენებენ და ისიც მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიის დროს.კორეელებში დამკვიდრებული აზრის თანახმად,გარდაცვლილთა სულებს დემონებისაგან სწორედ ამ მეთოდით იცავენ.ასე რომ,თუ სამხრეთ კორეაში ერთის მხრივ წითელი მელნის მქონე საწერ-კალამი გარდაცვლილთა სულებს დემონებისაგან იცავს,მეორე მხრივ იგი ცოცხალ ადამიანთა წყევლასთან და უბედურებასთან ასოცირდება. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
სამხრეთ კორეა დღემდე რჩება ერთობ კონსერვატიული ტრადიციების მქონე ქვეყნად,თუმცა ეს სრულებითაც არ ეხება მათ სამოსს.თანამედროვე პერიოდში ქვეყანაში სუსტი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ჩაიცვან ნებისმიერი ზომის მქონე მინი-კაბა და ამის გამო მათ არავინ დასჯის.თუმცა, 1979 წლამდე სამხრეთ კორეაში უმკაცრესად კონტროლდებოდა ქალის ტანისამოსი.ქვეყანაში დამკვიდრებული რეგლამენტის თანხმად,არც ერთ კორეელ ქალბატონს არ ჰქონდა უფლება საზოგადოებაში ისეთი კაბით გამოსულიყო,რომელიც მუხლს ვერ ფარავდა.ცნობილია ისიც,რომ 1979 წალმდე არა მარტო ქალების სამოსი,არამედ მათი თმის სიგრძეც კი კონტროლს ექვემდებარებოდა.რამდენიმე ხნის წინ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწვიტა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე ქალბატონებისათვის ისეთი სამოსის ტარება შეეზღუდა,რომლებიც ერთობ ვულგარული იყო,თუმცა ამ ინიციატივას იმდენად უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა საზოგდოების მხრიდან,რომ სათავეშივე იქნა აღკვეთილი.ასეთი აჟიოტაჟით,საზოგადოებამ ხელისუფლებას მიანიშნა,რომ წარსულში დაბრუნებას არასოდეს დაუშვებდა.
* * *
ალკოჰოლი – სამხრეთ კორეელთა ერთ-ერთ უმთავრეს მტრად აღიქმება.როგორც რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები ირწმუნებიან,სამხრეთ კორეა ალკოჰოლიზმის მხივ მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს.როგორც ცნობილია,კორეელთა უმრავლესობა ალკოჰოლს თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც მოიხმარს,თუმცა მათგან უმეტესი ნაწილი კვირაში ერთხელ (გამოსასვლელ დღეს) კოლეგებთან,ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აუცილებლად აწყობენ ეგრეთ წოდებულ “ჰოესიკს”,რაც თავის მხრივ ალკოჰოლის თანხლებით კორეულ მოლხენას აღნიშნავს.საინტერესოა თავად “ჰოესიკი”-ს წესები,რომელიც სუფრაზე ყოველმა კორეელმა უნდა დაიცვას.მაგალითად,თუკი უფროსი ასაკის მქონე ადამიანი სუფრაზე მყოფ მასზე უმცროსი ასაკის მქონეს ალკოჰოლს ჭიქაში დაუსხამს,უმცროსი ვალდებულია უფროსს ჭიქა ორივე ხელით ჩამოართვას.იმ შემთხვევაში,თუკი თავად უმცროსი უსხამს უფროსს,სავალდებულოა,რომ მას ბოთლი ორივე ხელით ეჭიროს.”ჰოესიკი”-ს დროს სადღეგრძელოები ჩვეულებრივი მოვლენაა და იგი აუცილებლად ყველამ უნდა მიირთვას.ასეთი დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად,სპეციალისტებმა გამოიანგარიშეს და დაადგინეს,რომ თითოეული სამხრეთ კორეელი წეილიწადში საშუალოდ 15 ლიტრა სუფთა სპირტს მოიხმარს,რაც აზიური ქვეყნების რეკორდს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
საყოველთაოდ ცნობილი ხარების ბრძოლა – კორიდა,სამხრეთ კორეაში დიდი პოპულარობით სარგებლობს,თუმცა სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით მისი სპეციფიკა ერთობ განსხვავებულია,რადგან მასში მონაწილეობას არ იღებენ ტორეადორები.შესაბამისად,კორიდაში ერთმანეთის პირისპირ მხოლოდ ამ საქმისათვის სპეციალურად გაწვრთნილი ხარები ბრძოლობენ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სამხრეთ კორეელებს ძლიერი აღნაგობის მქონე ხარები სპეციალურ ფერმებში მიჰყავთ,სადაც ისინი გადიან წვრთნების საოცარ კურსებს.ცნობილია,რომ ასეთ ფერმებში,კორიდისათვის მოსამზადებელი ხარები განსაკუთრებულ სპორტულ დიეტაზე ჰყავთ და მათ,გარდა თივისა,კვებავენ ქვეწარმავლებით,რვაფეხებითა და თევზითაც კი.ბრძოლის წინ,სამხრეთ კორეელები ხარებს ალკოჰოლურ სასმელს ასმევენ,რაც მათ აგრესიას ერთი ორად ზრდის.ბრძოლა შესაძლოა გაგრძელდეს როგორც რამდენიმე წუთი,ასევე რამდენიმე საათიც.თუმცა საბედნიეროდ კორეული კორიდის დროს ხარების დაღუპვა ძალიან იშვიათად ხდება.გამარჯვებული ხარის მეპატრონეს,კორიდის ორგანიზატორები საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიან.
* * *
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მდებარე პროტესტანტული მიმდინარეობის ორმაცდაათიანელთა უზარმაზარ ეკლესიას – “იოიდოს სრული სახარების ტაძარს”,მსოფლიოში ყველაზე მეტი ქრისტიანი სტუმრობს.ყოველ კვირაში აღნიშნულ ეკლესიას საშუალოდ 20 000 მომლოცველი მოილოცავს. (ავტორი გენია.ჯი)