მიხეილ ბულგაკოვი – “ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი მწერალი,დრამატურგი და ავტორი საყოველთაოდ გახმაურებული რომანისა – “ოსტატი და მარგარიტა” – მიხეილ ბულგაკოვი (1891-1940 წლები),როგორც ცნობილია კიევის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა.მისი მედიცინისადმი ლტოლვა გამოწვეული გახლდათ იმით,რომ ბულგაკოვის ორი ბიძა (დედის მხრიდან) წარმატებული მედიკოსები იყვნენ: ნიკოლოზი გინეკოლოგი გახლდათ და მოსკოვში მუშაობდა,ხოლო – მიხეილი,რომელიც ერთი პერიოდის განმავლობაში რუსეთის პატრიარქის – ტიხონის პირადი ექიმი იყო,ვარშავაში მოღვაწეობდა.ბულგაკოვის ბიოგრაფების ცნობით,ისინი საკმაოდ კარგ ანაზღაურებას იღებდნენ,რამაც განაპირობა კიდეც მიხეილის მედიცინისადმი ინტერესი.კიევის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო იმავე ფაკულტეტის სტუდენტი გოგონა – ტატიანა ლაპა (ბულგაკოვის პირველი მეუღლე),რომელზეც 1913 წელს იქორწინა.სწორედ იმ პერიოდში გაანაწილა უნივერსიტეტმა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკებზე სხვადასხვა ქალაქების საავადმყოფოებში.მიხეილი და ტატიანა სმოლენსკის საავადმყოფოში განამწესეს.პრაქტიკაზე ყოფნის პირველივე ღამეს,მიმღებში შემოყვანილ იქნა მშობიარე ქალი.გვიან ღამით საავადმყოფოში გინეკოლოგი არ იმყოფებოდა,რამაც მშობიარე ქალის მეუღლე ერთობ გააშმაგა.მან იარაღი ამოიღო და იქვე მიმღებში მყოფ თეთრხალათიან პრაქტიკანტებს (მიხეილსა და მის მეუღლეს) დაემუქრა: “თუკი იგი მოკვდება,მოკვდებით თქვენც!” ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფმა ბულგაკოვების წყვილმა,გადაწყვიტა ქალისათვის ყველა ის საჭირო და გადაუდებელი სამშობიარო პროცედურები ჩაეტარებინათ,რომელიც მანამდე არასოდეს განუხორციელებიათ: ტატიანა მეულეს გინეკოლოგიის წიგნიდან აწვდიდა საჭირო ინფორმაციებს,მიხეილი კი,მისგან მიღებულ ინსტრუქციებს ზედმიწევნით სწორად ასრულებდა.საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდა… ბავშვი სრულიად უვნებელი მოევლინა ქვეყნიერებას და ბულგაკოვების წყვილმაც შვებით ამოისუნთქა. (ავტორი გენია.ჯი)
ტატიანა ლაპა