იოსებ სტალინი “ქართველებისა და საქართველოს” შესახებ წერდა…
“ავიღოთ თუნდაც ქართველები.რეფორმების წინა ხანაში ქართველები საერთო ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ; მიუხედავად ამისა,ისინი არსებითად ერთ ერს არ შეადგენდნენ,ვინაიდან,ნაწილდებოდნენ რა ერთმანეთისაგან მოწყვეტილ მთელ რიგ სამთავროებად,მათ არ შეეძლოთ საერთო ეკონომიკური ცხოვრებით ეცხოვრათ,საუკუნეების განმავლობაში ომობდნენ ურთიერთ შორის და ანადგურებდნენ ერთმანეთს,უსისიანებდნენ ერთიმეორეს სპარსელებსა და თურქებს.სამთავროების ეფემერული და შემთხვევითი გაერთიანება,რასაც ზოგჯერ ესა თუ ის იღბლიანი მეფე ახერხებდა, და ეს გაერთიანება ჩქარა ინგრეოდა თავადების ჟინიანობით და გლეხების გულგრილობით.სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების ზრდამ,გზების განვითარებამ და კაპიტალიზმის წარმოშობამ დააწესა შრომის დანაწილება საქართველოს ოლქებს შორის,საბოლოოდ შეარყია სამთავროების სამეურნეო კარჩაკეტილობა და შეაკავშირა ისინი ერთ მთლიანად”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მაშასადამე,სტალინის აზრით,თურმე,ქართული ერი XIX საუკუნეში მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა,რაც კაპიტალიზმის განვითარებამ მოსპო ეკონომიკური კარჩაკეტილობა; მას შემდეგ,რაც განვითარდა შრომის დანაწილება… აღნიშნული აზრი საბჭოთა ბელადმა თავის გენერალურ ნაშრომში – “მარქსიზმი და ნაციონალურ-კოლონიური საკითხი” (1934 წელი) დააფიქსირა.დასკვნა მკითხველისათვის მიმინდვია… (ავტორი გენია.ჯი)