გრიგოლ რობაქიძე ქრისტიანობის შესახებ…
1. ქრისტეანობა არაა სწავლა ქრისტესი – ეს ქრისტემდეც იყო ცნობილი.იგი: სწავლაა ქრისტეზე.ვეყრდნობი აქ უდიდესს ქრისტეანს: ნეტარ აუგუსტინეს.ყოველი მფგენი რელიგიისა იტყოდა: “ესაა” ჭეშმარიტება! მხოლოდ ერთმა ქვეყანაზე თქვა: “მე” ვარ ჭეშმარიტება – ქრისტემ. (იოანე: 14,6).(გადახვევა,არც თუ ზედმეტი.აეთი წიგნი,როგორიცაა სახარება იაონნესი,ჩვენს პლანეტაზე არ დაწერილა.იოანნეს გარე მე გზას ქრისტეს მიმართ ალბათ ვერ ვიპობვიდი.სახარება მისი გვიხსნის იმასაც: თუ რატომ უყვარდა იგი მაცხოვარს გამორჩევით.რატომ? სწავლა გადაეცემის ნამდვილად მხოლოდ ამ გზით: მოყვარულისაგან – ყვარებულს).
2. ღმერთი პიროვნებაა,ხოლო ზეინდივიდუალური.ვისაც ორგანო არა აქვს ასეთი წარმოდგენისათვის,იგი ღმერთს წარმოსახავს “ანტროპომორფულ” ვითარ ვინმეს და: კონსეკვატურ გადაიქცევა ღმერთის უარმყოფელად!
3. ქრისტე – პიროვნება – ხომ ინდივიდუალურ მოვლინდა?! გონებისათვის ეს საიდუმლო თითქმის აუხსნელია.ამის გამოა: რომ გწამდეს ღმერთი ათასჯერ უფრო ადვილია,ვიდრე გწამდეს ქრისტე.ვთქვი “თითქმის” – ვინაითგან: თუ ერთხელ განიცადე ქრისტე შინაგან,მაშინ სიძნელე იგი გონებითი მოხსნილია რასაკვირველია,მადლიცაა აქ დამხმარე. (ავტორი გენია.ჯი)
4. ადამიანის შექმნა.ესეც “ანტროპომორფურ” აქვთ წარმოდგენილი.სრულიად მცდარი შეხედულება! ადამიანის გაჩენა გულისხმობს: ღვთიურ წარმოშობას მისსა.აქ აუცილებელია თეომორფული” ხილვა,რომლის მიხედვით ადამიანი,”იმ თავითვე” მოქცეულია წიაღში ღვთისა.ამ ხილვის გარე აუხსნელი რჩება: როგორც თავისუფლება ადამიანისა,ისე მისი პასუხისმგებლობა!
5. ადამიანი: “მონა ღვთისა”.სიტყვა “მონა” უნდა ამოვარდეს ეკლესიის სიტყვარითმისაგან.ერთხელცაა ამოვარდება კიდეც – მიხედვით არა მარტო მეოთხე მუხლში თქმულისა,არამედ და უფრო შეგნებით თვითონ ძველი და ახალი აღთქმისა.გავიხსენოთ,იესო უწოდებს თავის თავს “ძე ღვთისა”.იუდეველნი გმობენ ამას.იესო ეუბნება მათ: განა თქვენს საღვთო წერილში არ წერია: “მე ვამბობ: ღმერთები ხართ”? (იოანე: 10,34).ნაგულისხმევია,გაგახსენებთ,თქმული 8 ფსალმუნში.
6. პირველცოდვა: შემოჭრა ბოროტისა ყოფაში.მრავალია თეორია ახსნისათვის ამ საიდუმლოსი.არც ერთი მათგანი მართალი არაა.ყოველი მათგანი,ხსნის რა ბოროტის შემოჭრას ყოფაში,ბოლოს მაინც ფაქტის წინაშე დგება: კეთილისა და ბოროტის არსებობისა.ეს საიდუმლო აუხსნელია,ოღონდ იგი პოსტულატია,ურომლისოდაც არც ონტოლოგიაა შესაძლებელი და არც გნოსეოლოგია.
7. ღმერთი – დამსჯელი.დამსჯელი ღმერთი არ შეიძლება იყოს ღმერთი,თვით იაჰვე შურისმგებელი კი არაა – მშურველია:
8. ნამდვილი წინამორბედი ქრისტესი არის მოსე.საუკუნეთა განმავლობაში ოთხი საიდუმლოება – ქავკუთხედი მისი ქმნილებისა ვერ აუხსნიათ. (შენიშვნა: როცა ამას ვამბობ ხოლმე,იმართება კითხვა-პასუხი.”თქვენ ახსენით?” “დიაღ,ავხსენით”.”საითგან იცით?”,”არა უნივერსიტეტებითგან და ბიბლიოთეკებიდან”.”მაშ?” “ალბათ მომადლებული მაქვს: ვგულისხმობ ცოდნას”. (ის ოთხი საიდუმლო თუ ვერ ავხსენი,ვერ ავხსნი საიდუმლოებას ებრაელთა ყოფისა) შენიშვნა: ამ ყოფის ერთს საიდუმლოს მიუთითა (“გადაკრულ”) მოციქულმა პავლემ: “რომაელთა”; 11,25. მე ჯერ არ მსმენია: ვინმეს საქრისტიანოში აეხსნას ეს “გადაკრული”). (ავტორი გენია.ჯი)
P.S. გრიგოლ რობაქიძის ზემოაღნიშნული რელიგიური შეხედულება აღებულია,მის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-სადმი მიწერილი წერილიდან,რომელიც დაწერილ იქნა 1962 წლის 12 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.