ფრანგი ოფიცრის დიდებული მიმართვა მომიტინგეებს…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, XIX საუკუნის საფრანგეთში მიმდინარე არამდგრად პოლიტიკურ მოვლენებს,თან ახლდა უამრავი გაფიცვები და ამბოხებები.პარიზის ცენტრალურ ქუჩაზე ერთ-ერთი ასეთი აგრესიული გამოსვლებისას,საფრანგეთის არმიის მაღალჩინოსან ოფიცერს ებრანა ცეცხლი გაეხსნა მომიტინგებისთვის და დედაქალაქის ცენტრალური ქუჩა მათგან სრულად გაენთავისუფლებინა.მას შემდეგ,რაც საფრანგეთის არმიის ჯარისკაცებმა დაიკავეს სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებისათვის საჭირო პოზიციები,იმ პასუხისმგებელმა ოფიცერმა,რომელსაც დავალებული ჰქონდა მომიტინგეებისაგან მოედანი გაეწმინდა,ქარქაშიდან ხმალი ამოიღო და მიტინგზე გამოსულ მოსახლეობას მთელი ხმით,შემდეგი სიტყვებით მიმართა:
” – ქალბატონებო და ბატონებო,მე მიღებული მაქვს ბრძანება ცეცხლი გაგიხსნათ თქვენ და ამ მეთოდით გავანთავისუფლო მოედანი.თუმცა,მინდა მოგახსენოთ რომ,ჩემს წინაშე იმდენად ბევრი წესიერი და კეთილშობილი ფრანგი მოქალაქე აღმოჩნდა,რომ ბრძანების აღსრულება ძალიან მიჭირს.სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ მიტინგზე მყოფ წესიერ და კეთილშობილ ფრანგ მოქალაქეებს,დაუყონებლივ დატოვოთ მოედანი,რათა არც თქვენ დაზარლდეთ და არც მე შემექმნას პრობლემა საკუთარ სინდისთან,იმისათვის რომ,პირნათლად აღვასრულო ჩემზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობა”. - წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები ფრანგმა ოფიცერმა,მოედანი რამდენიმე წუთში სრულიად დაიცალა მომიტინგეებისაგან ისე,რომ ფრანგ ჯარისკაცებს ერთი ტყვიის გასროლაც კი არ დასჭირვებიათ. (ავტორი გენია.ჯი)