ალექსანდრე დიუმა (უმცროსი) – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერლის,დრამატურგისა და ჟურნალისტის – ალექსანდრე დიუმა (უფროსის) დრამატურგი ვაჟიშვილი - ალექსანდრე დიუმა “უმცროსი” (1824-1895 წლები),რესპუბლიკური იდეებით გამორჩეული ლიტერატორი გახლდათ,რის გამოც საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ III-ის ბრძანებით ფრანგულ გაზეთებს აეკრძალათ მისი სტატიების გამოქვეყნება.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა რომ,იგი იძულებული შეიქნა, 1853 წელს პირადად დაეარსებინა ყოველკვირეული გაზეთი,სახელწოდებით – “მუშკეტერი”,სადაც აქვეყნებდა კიდეც საკუთარ შეხედულებებს არა მარტო პოლიტიკურ,არამედ ზოგადად უმნიშვნელოვანეს სოციალურ საკითხებზეც (აღნიშნული გაზეთი ფუნქციონირებდა 1857 წლამდე).დიუმა (უმცროსი) სოციალურ თემატიკას თავის ნაწარმოებებსა და ბროშურებშიც ფართოდ ეხებოდა.მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პამფლეტი – “მამაკაცი და დედაკაცი: პასუხი ანრი დ’იდელვილს”, – დაკავშირებული გახლდათ იმ მეტად გახმაურებულ მკვლელობასთან,რომელმაც უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია ფრანგ საზოგადოებაში.კერძოდ,ერთ-ერთმა ფრანგმა არისტოკრატმა თავისი მეუღლე ღალატზე წაასწრო,რის შემდეგაც იგი სასიკვდილოდ სცემა (ქალი,სამ დღეში გარდაიცვალა).ფრანგმა დიპლომატმა და მემუარისტმა – ანრი ამედე ლელორნმა (იგივე – გრაფმა დ’იდევილმა),ამ უმძიმესი ფაქტის შესახებ გამოაქვეყნა საგაზეთო სტატია,სადაც გამოხატა თავისი შეხედულება ზემოაღნიშნული საკითხის შესახებ და მიუთითა,რომ ქმარს შეეძლო საკუთარი მეუღლე კი არ მოეკლა,არამედ დახმარებოდა მის ცოდვილ სულს ჭეშმარიტების გზაზე კვლავ შედგომაში.სწორედ ამ სტატიის გაცნობის შემდეგ დაწერა დიუმა (უმცროსმა) 177 გვერდიანი საპასუხო პამფლეტი,სადაც ის ამტკიცებდა არა მარტო იმას,რომ ქმარმა სრულიად სამართლიანად მოკლა მოღალატე ცოლი,არამედ იმასაც კი,თუ რატომ იყო ქმარი ვალდებული ასეთი უსასტიკესი განაჩენი გამოეტანა და აღესრულებინა მისთვის უძვირფასესი ადამიანის მიმართ.ფაქტია რომ,ამ პამფლეტის გამოქვეყნების შემდგომ,დიუმა (უმცროსის) საპასუხოდ ანრი ამედე ლელორნს (რომელიც ზედმიწევნით კარგად გაეცნო მის შეხედულებებს) არავითარი საპასუხო წერილი აღარ გამოუქვეყნებია. (ავტორი გენია.ჯი)