როგორ დასაჯა რომის იმპერიამ კართაგენი?!
მას შემდეგ,რაც მესამე პუნიკურ ომში ძვ.წ.აღ-ით 149-146 წლებში რომის იმპერიამ საბოლოოდ დაამარცხა ხმელთაშუაზღვისპირეთში (თანამედროვე ტუნისში) არსებული ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო კართაგენი,რომაელების სიძულვილი მის მიმართ იმდენად დიდი გახლდათ,რომ ქვეყნის სენატმა გადაწყვიტა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მტრის ქალაქ-სახელმწიფო კართაგენი,პირისაგან-მიწისა სრულად აღეგავა.სენატის აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი გახლდათ ის,რომ კართაგენს რომაელებმა წაუკიდეს ხანძარი,რომელიც მთელი 17 დღის განმავლობაში არ ჩამქრალა.გარდა ამისა,ქალაქ-სახელმწიფოს ტერიტორიაზე რომაელმა ლეგიონერებმა მოაბნიეს უზარმაზარი რაოდენობის მარილი იმის ნიშნად,რომ იქ აღარასოდეს არავინ დასახლებულიყო,ხოლო კართაგენის ცენტრალური მოედანი,სადაც განთავსებული იყო მთელი რიგი სახელმწიობრივი დაწესებულებები,სამარადისოდ იქნა დაწყევლილი და შეჩვენებული. (ავტორი გენია.ჯი)