კნუტ ჰამსუნის შესახებ…
კნუტ ჰამსუნი (1859-1952 წლები) – წარმოადგენდა იმ ცნობილ ნორვეგიელ მწერალსა და “ნობელის პრემიის” ლაურეატს ლიტერატურაში,რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრალი დასდეს გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობასა და მათი ამაზრზენი იდეების გაზიარებაში.მან სამწერლო ასპარეზზე იმ დროს შეაბიჯა,როდესაც ლიტერატურულ სამყაროში ბრწყინავდნენ ჰენრიკ იბსენი,ბიორნსტიერნე მარტინიუს ბიორნსონი,თედორე დოსტოევსკი და სხვა გენიოსები.შესაბამისად,იმ პერიოდში სამწერლო ასპარეზზე ფეხის მოკიდება ერთობ რთული მისია გახლდათ.თუმცა ჰამსუნმა,რომელმაც თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე განიცადა როგორც აღმაფრენა და ვარდნა,შიმშილი და ფულში ბანაობა,თავის უმთავრეს მიზანს მაინც მიაღწია და ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლამდე – 1920 წელს ლიტერატურის დარგში “ნობელის პრემია” მიიღო.ცნობილია,რომ ჰამსუნის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები გაჯერებული გახლდათ ცინიზმით. (ავტორი გენია.ჯი) იგი წერდა,რომ ომი რაიმე არაბუნებრივ მოვლენას კი არ წარმოადგენდა,არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ.მისი აზრით,კაცობრიობის შველა შეეძლო მხოლოდ სასტიკ სიმართლეს და არა კომფორტულ ტყუილს.მიუთითებდა იმასაც,რომ ახალგაზრდა გერმანია სრულიად ახალ სამყაროს დაუდებდა საფუძველს, და რომ ჰუმანიზმის ეპოქა XIX საუკუნესთან ერთად დასრულდა.თუკი მაქსიმ გორკი “ახალი ადამიანების” შექმნის სათავედ საბჭოთა კავშირს მიიჩნევდა,ჰამსუნი “ახალი ადამიანების” ჩამოყალიბების საწყის წერტილად ადოლფ ჰიტლერსა და იოზეფ გებელსს ასახელებდა.საინტერესოა ისიც,რომ ნორვეგიელი მწერალი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში,თითქოს თავისი ქვეყნის ნათელი მომავალი გერმანიაზე იყო დამოკიდებული.მის მიერ ფაშისტების მიმართ გამოვლენილი თანაგრძნობა ყურადღების გარეშე არც ადოლფ ჰიტლერს დაუტოვებია და ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.ნორვეგიელ მწერალთან შეხვედრის შემდეგ,ჰიტლერი აღფრთოვანებული დარჩა,რასაც საჯაროდაც აფიქსირებდა.საყურადღებოა ის ფაქტი,რომ მას შემდეგ,რაც მეორე მსოფლიო ომის ქარ-ცეცხლი მიუახლოვდა სამყაროს,კნუტ ჰამსუნს არც ერთი პროზაული ნაწარმოები აღარ დაუწერია ამ საშინელი მოვლენის დასასრულამდე.არის ცნობები იმის შესახებაც,რომ როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ჰიტლერის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია,დაწერა ნეკროლოგი,სადაც კაცობრიობის წინაშე უდიდესი დანაშაულის ჩამდენ ფაშისტს – “ხალხთა თანასწორობისათვის მებრძოლი” უწოდა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,როდესაც ნორვეგიაში დაეცა კვისლინგის ფაშისტური რეჟიმი,ჰამსუნი,როგორც ნაციზმის გულმხურვალე აპოლოგეტი სასამართლოს წინაშე წარსდგა.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,იგი სასამართლოზე აშკარად ტყუოდა და ამბობდა,რომ გერმანელ ფაშისტთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ არაფერი უწყოდა.ხაზს უსვამდა იმასაც,რომ მეორე მსოფლიო ომის დროს,საკუთარ კაბინეტში იყო ჩაკეტილი და გარესამყაროსგან მოწყვეტილი იყო.შესაბამისად,კნუტ ჰამსუნი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა.ეს მით უფრო საინტერესოა მაშინ,როდესაც სასამართლოზე მას აჩვენეს “სიკვდილის ბანაკები”-ს უსაშინლესი დოკუმენტური კადრები.მიუხედავად იმისა,რომ ნორვეგიელი მწერლის სასამართლო ნორვეგიაშივე იმართებოდა,მისი განაჩენი მაინც მოსკოვში იწერებოდა.მისდამი განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე,ქვეყნის ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა მოვიდა.ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა – ტრიუგვე ლიმ და ტერიე ვოლდმა შესანიშნავად უწყოდნენ,თუ რა განაჩენს გამოუტანდნენ ჰამსუნს,რადგან მათ უმკაცრესი მითითება ჰქონდათ მიღებული მოსკოვისაგან,დაესაჯათ ყველა ნორვეგიელი ფაშისტი და მათდამი ლოიალურად განწყობილი პირები.როდესაც ტრიუგვე ლი და ტერიე ვოლდი მოსკოვში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს – ვიაჩესლავ მოლოტოვ შეხვდნენ,აცნობეს რომ,ფაშისტურ რეჟიმთან თანამშრომლობისათვის ასამართლებდნენ კნუტ ჰამსუნს.ამ დროს მოლოტოვი ჩაფქირდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განაცხადა: “კნუტ ჰამსუნს სიცოცხლე უნდა შეუნარჩუნდეს! მწერალმა,რომელმაც შექმნა რომანი – “ვოქტორია”,არ უნდა დაისაჯოს ისე,როგორც ისჯებიან ჩვეულებრივი ნაცისტები.მან მშვიდად უნდა გალიოს დარჩენილი სიცოცხლის წლები”.მოლოტოვის ეს სიტყვები ჰამსუნისათვის გამოტანილი განაჩენი იყო (იგი მხოლოდ – 425 000 ნორვეგიული კორნით დააჯარიმეს).მას შემდეგ,კნუტ ჰამსუნმა შვიდი წელიწადი იცოცხლა,თუმცა მისი დარჩენილი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა და ისე აღესრულა,რომ ფაშისტური იდეოლოგიის მხარდაჭერისათვის სინდისის ქენჯნა არასოდეს განუცდია. (ავტორი გენია.ჯი)