ალექსანდრე პუშკინი – “ეპიზოდი”

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,რუსული პოეზიის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლს,დრამატურგსა და მწერალს – ალექსანდრე პუშკინს (199-1837 წლები) აფრიკელი (ეთიოპელი) შავკანიანი წინაპრები ჰყავდა.ერთ-ერთ მაღალი საზოგადოების წვეულებაზე,მასთან ახალგაზრდა ფრანგი ქალბატონი მივიდა,რომელსაც ძალიან აინტერესებდა პუშკინის წინაპრების შესახებ,თავად მისგან მიეღო ინფორმაცია:

- ბატონო ალექსანდრე,თქვენსა და თქვენი დის სისხლში მართლაც შავკანიანი წინაპრების სისხლი ჩქეფს?

- რა თქმა უნდა, – უპასუხა პოეტმა.

- მამათქვენი შავკანიანი იყო?

- არა,ის თეთრკანიანი გახლდათ.

- ბიძათქვენი?

- არა,ისიც თეთრკანიანი იყო.

- ესე იგი გამოდის,რომ შავკანიანი თქვენი დიდი ბაბუა ყოფილა.

- დიახ,ჩემი დიდი ბაბუა.

- მაშასადამე,ის იყო შავკანიანი… დიახ,დიახ… ასეთ შემთხვევაში ვინ იყო მამამისი?

- მაიმუნი,ქალბატონო, – მიუგო გაღიზიანებულმა პუშკინმა და მასთან საუბარი შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება