“ბიბლიის” შესახებ…
“ბიბლია” – ქრისტიანული რელიგიის ის “საღვთო” წიგნების კრებულია,რომელსაც ქრისტიანები უდიდეს სიწმინდედ და განსაკუთრებული მნიშვნელობის წიგნად მივიჩნევთ.მასში ჩადებული უკიდეგანო სიბრძნე კაცობრიობის ინტელექტუალური შესაძლებლობის საგანძურს წარმოადგენს და მას არა მარტო რელიგიური,არამედ ღრმა ფილოსოფიური დატვირთვაც გააჩნია.ქრისტიანული რელიგიის მასიურმა განვრცობამ,ამ უძვირფასეს საუნჯეზე მოთხოვნა განუზომლად გაზარდა და ეს ყოველდღიურად დასტურდება კიდეც.მოსფლიო საკაცობრიო ისტორიაში დაწერილ არც ერთ წიგნს არ ხვდომია წილად ისეთი აღიარება,როგორც – ბიბლიას.ამის დასადასტურებლად კი აღნიშნულ პოსტში რამდენიმე სტატისტიკურ მაგალითს მოვიყვან. (ავტორი გენია.ჯი)
დღეისათვის,ბიბლიის გამოცემის ყოველდღიური ტირაჟი საშუალოდ 32 876 ეგზემპლარია,რაც დამეთანხმებით რომ,მართლაც გამაოგნებელი მასშტაბების ციფრია.საყურადღებოა ისიც,რომ ბიბლია,სრულყოფილი თუ არასრულყოფილი სახით,დედამიწაზე არსებულ თითქმის ყველა ენაზეა ნათარგმნი.თუკი 1600 წლისათვის ბიბლია 40 ენაზე იყო ნათარგმნი,მომდევნო ას წელიწადში ბიბლია კიდევ 12 ენაზე ითარგმნა; 1800 წლისათვის ამ მაჩვენებელმა 71-ს მიაღწია; 1900 წელს 576-ს; 1950 წელს 1034-ს; 1965 წელს 1250-ს; 1985 წელს 1829-ს,ხოლო დღეისათვის კი ბიბლია თარგმნილია 2 036 ენაზე, და ეს მაშინ,როდესაც სპეციალისტების სავარაუდო მოსაზრებით დედამიწაზე სულ 3 000 სხვადასხვა ენაა გავრცელებული.აქვე მინდა გაგაცნოთ ისიც,თუ როგორი ინტენსივობით იზრდებოდა ამ უწმინდესი წიგნის გავრცელება XIX საუკუნის დასაწყისიდან 1980 წლამდე: 1900 წელს ბიბლიის 8 მილიონი ეგზემპლარი იყო გამოცემული; 1950 წელს 22 მილიონი (მათ შორის 2,5 მილიონი სრული ვერსია); 1960 წელს 35 მილიონი; 1970 წელს 145 მილიონი; 1980 წლისათვის კი ამ მაჩვენებელმა 440 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა.შესაბამისად,ბოლო 2000 წლის განმავლობაში ქრისტიანთა წმნიდა წიგნი ყველაზე მოთხოვნად წიგნად იქცა და ასევე რჩება დღემდეც (დიდება უფალს!).
ბიბლიას საუკუნეების მანძილზე 40 ისეთი ავტორი წერდა,რომელთა სოციალური სტატუსი და პროფესია ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებოდა.მაგალითად: ისრაელის ლეგენდარული მეფები სოლომონი და დავითი – მეთევზეები იოანე და პეტრე (ქრისტეს მოწაფეები); წინასწარმეტყველები – მოსე,ისაია და დანიელი – მწყემსი ამოსი; ექიმი ლუკა მახარებელი – მხედართმთავარი მართალი ისუ ძე ნავესი და სხვები.მიუხედავად იმისა,რომ ისინი სხვადასხვა საუკუნეებში ცხოვრობდნენ,სხვადასხვა სოციალური სტატუსის,განათლების მქონენი და სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენლები იყვნენ,მსოფლმხედველობა განსაცვიფრებლად ერთიანი ჰქონდათ და ერთმანეთს ავსებდნენ.არც ერთ წიგნს არ ღირსებია იმდენი კომენტარი,რამდენიც ბიბლიას.მაგალითისათვის,ოქსფორდის დიდებული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ერთი სექციის ხსენებაც იქნება საკმარისი,რადგან ბიბლიის ერთ-ერთი ავტორის იოანე ღვთისმეტყველის ჩანაწერების კომენტარებს 20 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია.
მიუხედავად ქრისტიანთა წმინდა წიგნის უდიდესი პოპულარობისა,ბიბლია,მაინც ყველაზე მეტად იდევნებოდა.მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას არ ახსოვს სხვა ისეთი წიგნი,რომლის წინააღმდეგაც იმდენად ბევრი ამკრძალავი კანონი გამოცემულიყო,როგორც ეს ბიბლიის შემთხვევაში დაფიქსირდა.რომის ოდიოზმა იმპერატორმა – დიოკლიტიანემ,რომლის ბრძანებითაც აწამეს – “წმინდა გიორგი”, 303 წელს გამოსცა განკარგულება,სადაც ბიბლიის ნებისმიერი მფლობელი,ან თუნდაც მკითხველი,უსასტიკესი მეთოდით – სიკვდილით ისჯებოდა.ეგრეთ წოდებულმა – “რელიგიური ცრურწმენების” საწინააღმდეგო კამპანიამ საფრანგეთის რევოლუციის დროს განსაკუთრებით მასიური და სასტიკი სახე შეიძინა,რასაც თან ახლდა კიდეც 1793 წელს ბიბლიის ყველა ეგზემპლარის კოცონებზე დაწვის ბრძანებულების გამოცემაც.საფრანგეთის იმ დროინდელმა ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიბლიოთეკებში არსებული თითქმის ყველა ბიბლია დაწვა,ხოლო იმ მოქალაქეებს,რომელთაც წმინდა წიგნი გააჩნდათ და სახელმწიფოს არ გადასცემდნენ – სიკვდილით სჯიდნენ.ეს ამაზრზენი ბრძანება,ჟანა დ’არკის ქვეყანაში ოთხი წლის (1797 წლამდე) მანძილზე მოქმედებდა და მხოლოდ მას შემდეგ იქნა გაუქმებული,რაც ფრანგმა ხალხმა მასობრივი რისხვა დაატეხა თავს ხელისუფლებას. (ავტორი გენია.ჯი)
მეტად საინტერესო და საყურადღებოა ის გარემოება,რომ ბიბლიის წინააღმდეგ ბრძოლას არა მარტო “უღმერთოები” და სხვა რელიგიის წარმომადგენლები აწარმოებდნენ,არამედ ამსვე სჩადიოდნენ თავად რამდენიმე ქრისტიანული ეკლესიის სასულიერო პირებიც. 1229 წელს საფრანგეთის ქალაქ ტულუზის მთავარმა საკათედრო ტაძარმა,არისტოკრატებსა და მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს კატეგორიულად აუკრძალა ბიბლიის წაკითხვა და იმ შემთხვევაში თუკი ისინი ამ ედიქტს არ დაემორჩილებოდნენ,სამარადჟამო შეჩვენებითა და სიკვდილითაც კი ემუქრებოდნენ. 1244 წელს ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ტერაკონის ტაძარმაც და ამას ყოველივეს ანხორციელებდა ადგილობრივი ეპისკოპოსები.ასეთივე ფაქტები ფიქსირდებოდა ევროპული ეკლესიის რეფორმაციის პერიოდშიც.სამწუხაროდ,ამ ამაზრზენი მაგალითების მოყვანა ძალიან შორს წაგვიყვანს,თუმცა არ შეიძლება არ ვახსენოთ “საბჭოთა (წითელი) ტოტალიტარული რეჟიმი,სადაც არა მარტო ბიბლიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა დაუნდობელი ბრძოლა,არამედ,ზოგადად ყოველი ქრისტიანის წინააღმდეგაც: ინგრეოდა ეკლესიები,იბილწებოდა ხატები,იდევნებოდა ყოველივე ქრისტიანული.მაგრამ,როგორც წესი,ეცემოდა ტოტალიტარული რეჟიმები,მაგრამ არასოდეს დაცემულა ქრისტიანული რელიგია,რომლის უმთავრეს სიწმინდესაც – ბიბლია წარმოადგენდა. (“დიდება უფალს!”)