ბოჰემიისა და ბოლონიის სახელწოდების შესახებ…
ჩეხეთის ისტორიულმა რეგიონმა – ბოჰემიამ და იტალიის ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალაქმა – ბოლონიამ,თავიანთი სახელწოდება,გვიანი რკინის ხანაში მაცხოვრებელი კელტური ტომისგან – ბოიებისაგან მიიღეს.როგორც არქეოლოგიურმა კვლევებმა ცხადყვეს,ბოიები ბოჰემიის ტერიტორიაზე სხვა ტომებთან ერთად უძველეს პერიოდში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ.იმ დროისათვის აღნიშნულ ტერიტორიას – ბოიოჰაემუმის სახელით მოიხსენიებდნენ,რაც თარგმანით – “ბოიების დედის სახლს” აღნიშნავს. ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში ბოიებმა ეტრუსკული ტომების ქალაქი ფელსინა დაიკავეს,რის შემდეგაც მას სახელი შეუცვალეს და – ბონონია ანუ ბოლონია უწოდეს.ცნობისათვის,ბოლონია ძვ.წ.აღ-ით 189 წლიდან რომის იმპერიის შეამდგენლობაში შევიდა და მას შემდეგ იტალიის განუყოფელ ნაწილადაც იქცა. (ავტროი გენია.ჯი)