პეტრუს დე დაცია
პეტრუს დე დაცია - დაიბადა 1235 წელს შვედეთის კუნძულ გოტლანდზე.იგი წარმოადგენდა შვედ ბერ-მონაზონს დომინიკური ორდენისა და მწერალს,რომელსაც მიუხედავად მის მიერ ლათინურ ენაზე დაწერილი ნაწარმოებებისა,მაინც პირველ შვედ მწერლად მოიხსენიებენ დღემდე.1266-1269 წლებში სწავლობდა გერმანიის ქალაქ კიოლნში,თუმცა მოგვიანებით სასწავლებლად საფრანგეთში გადადის,კერძოდ 1269-1270 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში.1271 წელს პეტრუსი ბრუნდება სამშობლოში,სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა შვედეთის შემდეგ ქალაქებში: შენინგში და ვესტეროსში. (ავტორი გენია.ჯი) პეტრუს დე დაცია განსაკუთრებით ცნობილი გახლდათ,მას შემდეგ,რაც გამოქმეყნდა მისი მიმოწერები ქრისტინა ფონ სტომელნთან.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ქრისტინა ფონ სტომელნი,როგორც შუა საუკუნეების წიგნის “Codex luliacensis”-დან (1320-1350 წლები) ვგებულობთ,გახლდათ პირველი ქალბატონი,რომელსაც დოკუმენტალურად დაუფიქსირდა – სტიგმატები.ქრისტინა ცხოვრობდა გერმანიის ქალაქ კიოლნის ახლოს მდებარე სოფელ სტოლმენში,რომელიც იმ პერიოდისატვის საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.აღნიშნულმა მიმოწერებმა,მკითხველებსა და ცნობიმოყვარე ადამიანებში დიდი ინტერესი გამოიწვია,შესაბამისად ავტორის მიმართ,ინტერესიც ერთი-ორად გაიზარდა.პეტრუს დე დაცია გარდაიცვალა 1289 წელს შვედეთის ქალაქ ვისბიუში.მისი სახელი კი სამარადჟამოდ დამკვიდრდა შვედურ ლიტერატურაში,როგორც პირველი შვედი მწერალი. (ავტორი გენია.ჯი)