ბენჯამინ ჰარისონი – “ეპიზოდი”
რაოდენ გასაოცარი და ამაზრზენი ფაქტიც არ უნდა იყოს,დადასტურებულია რომ,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 23-ე პრეზიდენტის – ბენჯამინ ჰარისონის (1833-1901 წლები) მამის - ჯონ სკოტ ჰარისონის (1804-1878 წლები) სასაფლაო მძარცველებმა გახსნეს და მისი ცხედარი მოიპარეს.შეგახსენებთ,რომ,ჯონ სკოტ ჰარისონი თავის დროზე ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის საკმაოდ გავლენიანი წევრი გახლდათ ოჰაიოს შტატიდან,ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-9 პრეზიდენტი – უილიამ ჰარისონი,რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით (ინაუგურაციიდან ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა) ხელმძღვანელობდა ქვეყანას,ჯონის ძმა,შესაბამისად ბენჯამინის მკვიდრი ბიძა გახლდათ.
საყურადღებოა ის გარემოება,იმ პერიოდში (არაადამიანებისათვის) ერთობ დამკვიდრებული პრაქტიკა გახლდათ ახლად დაკრძალული ადამიანების საფლავების გახსნა და მათი ცხედრების მოპარვა,რადგან გარდაცვლილთა ცხედრებს,ანატომიური ნაწილების შესწავლის მიზნით რიგი სამედიცინო კოლეჟები საკმაოდ ძვირად იძენდნენ.ასეთი შემთხვევები ჰარისონების ოჯახისათვისაც კარგად იყო ცნობილი და სწორედ ამიტომ ააგეს ჯონ სკოტის საფლავი აგურებისა და ბეტონის გამოყენებით.გარდა ამისა,ოჯახის მიერ საფლავი ერთი კვირის განმავლობაში ყოველ ღამით კონტროლდებოდა.თუმცა,მას შემდეგ,რაც საფლავის მიმართ ჰარისონების ყურადღება ოდნავ მოდუნდა ჯონის ცხედარი საფლავიდან მაინც ამოიღეს,ისევე,როგორც მისი მეზობლად მდებარე საფლავიდან – აუგუსტინ დევინის ცხედარი.მას შემდეგ,რაც აღნიშნული ფაქტი გახმაურდა,”დაკარგული” ცხედრის აღმოჩენას,ჯონის ერთ-ერთი ვაჟი აუგუსტის მეგობართან ერთად შეეცადა.იცოდა-რა მან მძრაცველების მეთოდი,ძებნა იმ სამედიცინო კოლეჯებში დაიწყო,რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ ახლადგარდაცვლილი ცხედრების შესყიდვაში. და ამ ძიებაში აღმოაჩინეს კიდეც ჯონ სკოტის ცხედარი (თუ რა ფორმით ამაზე მკითხველის ყურადრებას აღარ გავამახვილებ).აღნიშნული კოლეჯის სახელი კი გახლდათ და გახლავთ ქალაქ ენ-ბორში მდებარე – “მიჩიგანის კვლევითი უნივერსიტეტი”.თუ რა მოხდა ამ ფაქტის შესახებ,ინფორმაცია არ არსებობს,თუმცა ის კი არის ცნობილი,რომ ჯონ სკოტ ჰარისონის ცხედარი სხვა ადგილას იქნა დაკრძალული. (ავრორი გენია.ჯი)
ჯონ სკოტ ჰარისონი