არქიტას ტარენტინელის შესახებ…
არქიტას ტარენტინელი (ძვ.წ.აღ-ით 428-347 წლები) – წარმოადგენდა დიდ ძველბერძენ ფილოსოფოს-პითაგორელს,მექანიკის ფუძემდებელს,მათემატიკოსს,მხედართმთავრასა და სახელმწიფო მოღვაწეს.ჯიმი სტამპის მიერ ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში ვკითხულობთ რომ,ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის – პლატონის თანამედროვისა და მისი მეგობრის – არქიტასის მიერ ძვ.წ.აღ-ით 350 წელს გამოგონებული და შექმნილი მექანიკური ხის მტრედი,რომელიც ორთქლის მეშვეობითა და მასზე გამობმული თოკის მეშვეობით იმართებოდა,თანამედროვე ტექნოლოგიის პირველი რობოტი და პირველი უპილოტო საფრენი აპარატი გახლდათ.აღნიშნულ ინფორმაციას არა მარტო სტამპი,არამედ სხვა მეცნიერებიც ამტკიცებენ და ამის თვალნათელი მაგალითი გახლავთ თუნდაც ის,რომ 1993 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ჰაერნაოსნობის ინსტიტუტის მიერ შესაქმნელ პროექტს პირველი საფრენო უპილოტო აპარატისა,სწორედ უდიდესი ძველბერძენი მეცნიერის და გამომგონებლის არქიტასის სახელი ეწოდა.რომაელი მწერალი და ფილოლოგი – ავლეუს გელიუსი (130-180 წლები) წერდა,რომ ტარენტინელის მიერ შექმნილი ხის მექანიკური მტრედი მოძრაობაში მოჰყავდა სპეციალურ ორთქლის მოწყობილობას,რომლის კონტროლიც თოკის მეშვეობით ნხორციელდებოდა (სამწუხაროდ,აღნიშნული მოწყობილობის აგებულების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია).თუმცა რიგი ავტორების გადმოცემებით,ჩვენ ვგებულობთ ქალაქ ტარენტას მოსახლეობის იმ რეაქციას,რომელიც არქიტასის მიერ შექმნილმა პირველმა “უპილოტო საფრენმა აპარატმა” გამოიწვია.არქიტასს,როგორც პირველი უპილოტო საფრენი აპარატის და პირველი რობოტის ავტორს აღიარებს ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო NASA-ც. (ავტორი გენია.ჯი)
არქიტას ტარენტინელი