ძველეგვიპტელი ბრძენები გვირჩვედნენ…
“თუ რომელიმე ოჯახთან გინდა კეთილი ურთიერთობა შეინარჩუნო,გინდ ძმა იყოს,მოკეთე,ბატონი თუ მეგობარი,მოერიდე ქალს – შეუმჩნევლად გაგაბამს ბადეში და მერე ცუდი ბოლო ექნება ამას”.
* * *
“თუ დიდმა კაცმა დაგპატიჟოს,დასჯერდი იმას,რაც მან შემოგთავაზოს,რაც მოგართვან.ნუ უყურებ იმას,რაც მასპინძლის წინ დევს,არამედ შეხედე იმას,რაც შენ წინ არის.ხშირ-ხშირად ნუ გახედავ სტუმართა კერძებს; თავი დაბლა გეჭიროს,ვიდრე მასპინძელი დაგელაპარაკება, და ამეტყველდი მხოლოდ მაშინ,როცა ის მოგესალმოს.იცინე მაშინ,როცა მან გაიცინოს.ეს ეამება და მის გულს მოიგებ”.
* * *
“არ მოატყუო ბრძენი,მარჩენალი დიდებულთა,რამეთუ შეიცნო მან ყოველი.ნუმცა იპოვების მოღალატე მისთა მახლობელთა შორის.სიმართლე უთხრან,წინაპართა ნაუბარი.იყავ მსგავსი ნასახი წინაპართა შენთა.საქმენი მათნი შემონახულან ნაწერებში”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“წარმავალია წუთისოფელი,მიწიერი სიცოცხლე დიდხანს როდი გრძელდება.ბედნიერია,ვისაც მოიგონებენ.უსარგებლოა მსახურთა სიმრავლე.კაცი ცას ვერ გამოეკერება! სვებედნიერიც კი,რომელიც ოსირისს ახლავს,სიცოცხლეს გამოეთხოვება,ტოლსა და სწორსაც ჩამოშორდება,ჟამი რომ დაჰკრავს.რაღა აშფოთებს მდიდარს თავის სახლში – ქონება საკმარისად აქვს,უქონლობას რაღას ჩივის?”
* * *
“აღმართე სიმაგრეები… აშენე ტაძრები,ღმერთები განადიდებენ მშენებელთ… თეთრი სანდლები ჩაიცვი და შედი ტაძრად,დუმილით შედგი ფეხი წმინდა სამლოცველოში.იგემე იქ პური,უხვად შესწირე პური საკურთხეველს”.
* * *
“ამრავლე ძეგლნი შენი დიდებისანი… რამეთუ ერთ დღესაც შეაქვს თავისი წვლილი მარადისობაში”.
* * *
“სანაქებოა მომავლისათვის ზრუნვა”.
* * *
“არ დაანგრიოთ სხვათა ძეგლები… არაიშენოთ სამარხი სხვათა სამარხების ქვით,საკუთარი ქვა გამოკვეთე.გახსოვდეთ: დიდსულოვნება მეფეთა სამკაულია”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“პასუხს ნუ გასცემ მძვინვარე დიდკაცს,გზა აუქციე.კეთილი სიტყვით დაუცხრე გული,თუ ვინმეს უწყრება, და დაიმშვიდე შენც გული.სადავო სიტყვას ხშირად რისხვა მოჰყვება,ჯოხი მოგხვდება,დამარცხდები”.
* * *
“მშობლებზე მეტად გიყვარდეს წიგნი”.