რას წერდნენ ქართველებზე და საქართველოზე?!
“არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი.თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს,რომ ესაა დიდი ქვეყანა,სადაც დიდი ერი ცხოვრობს”. – სიუზან ეიზენჰაუერი (ამერიკის რიგით 34 პრეზიდენტის – დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერის შვილიშვილი)
* * *
“ქეთევან დედოფალი სამსხვერპლოზე მეორე მარიამ სტიუარტი იყო… იგი დაიტანჯა ისეთი მრავალგვარი წამებით,რომელთაგან თითოეული ბევრ მოწამეს დიდებით შემოსავდა”. – დუშ ანჟუში
* * *
“ქართველები უნიკალური,ყოველმხრივ დაჯილდოებული ხალხია”. – ბარონი ფონი (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთს დაუბერტყია უხვი კალთა ამ ქვეყანაში!”. – არტურ ლაისტი
* * *
“ამაყ ქართველ ქალებსაც შეუძლიათ თავი ამორძალთა შთამომავლად ჩათვალონ”. – ვეზენდონკი
* * *
“საქართველო – საოცრებათა ქვეყანაა,ცათა სწორი კავკასიონის მწვერვალებით,მშვენიერი ხალხით,რომანტიკული ციხე-ბურჯებითა და ქალაქებით,იშვიათი ლეგენდებითა და მძლავრი ისტორიული ტრადიციებით.
აქ აზიდულა პრომეთეს ამაყი მთა,ღრუბლებს ხევს მისი მწვერვალი,აქაა წარღვნისმერმინდელი ხალხის აკვანი დარწეული”. – ბერნჰარდ შტერნი (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“აღმოსავლეთის ეკლესიებში საქართველოს ეკლესია უსათუოდ ერთი უწარჩინებულესთაგანია”. – რ.ჟანენი
* * *
“საქართველო ძველთაგანვე ცნობილი კლასიკური მიწა-წყალია…”. – კარლ კოხი
* * *
“მიწიერი სამოთხის – საქართველოს ლაღ მკვიდრთა შუბლზე წარსული ძნელბედობის კაეშნის ღრუბლად წვება,მაგრამ სახე ებადრებათ დიდების დღეთა გახსენებაზე”. – რობერტ კერ პორტერი
* * *
“საქართველოს დედაქალაქი მუზებისა და გრაციების უმაღლესი სასწავლებელია”. – ფრიდრიხ ბოდენშტედტი
* * *
“ურარტუს ენის გაგება შეუძლებელია ქართულის გაუთვალისწინებლად”. – ფრანსუა ლენორმანი (ავტორი გენია.ჯი)