ესტატე მჭედლიძის (ბოსლეველის) მოსაზრება…
“უნდა მოგახსენოთ,რომ კაცს თავის მოქმედებაში ჭეშმარიტების მსახურების გარდა სხვა არაფერი არ უნდა ჰქონდეს მხედველობაში.ვისაც გულში კაცობრიობის ბედნიერებისადმი ლტოლვილება აქვს,ის ყველაზედ პირველად და ყველაზედ უმეტესად უნდა ავრცელებდეს თავის გარშემო მოძმეთა შორის ჭეშმარიტს შეხედულებას ყოველს ნივთზედ,ყოველს მოვლენაზედ.თავს იტყუებს და ქვეყანას თვალში ბდღვირს აყრის ის,ვინც პირში მოფერებით რაღაც კარგად ვერ გაგებულის მიზნის მისაღწევნელად ტყუილების თქმით ქვეყნის აშენებას განიზრახავს; მწარედ შემცდარია იგი,ვისაც ჰგონია,რომ თვალის ახვევა რომელსამე გულისათვის მახლობელს მოვლენაზედ სარგებლის მომტანია; საბრალოა იგი თავის აწმყოთი და მომავლით,ვისაც მწარე ჭეშმარიტების გაგებას სასიამოვნო გზადაბნევა ურჩევნია!.. არა,ბატონებო,პირველი საპატიო ადგილი ჭეშმარიტებას ეკუთვნის.ადამიანის ბედნიერების გზის თავი და ბოლო აქ გახლავთ,სხვაგან ტყუილად ნუ ეძებთ!” (ავტორი გენია.ჯი)