მონფოკონი
მონფოკონი (ფრანგული ენაზე სიტყვასიტყვით აღნიშნავს – “შავარდნის მთას”) – წარმოადგენდა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უზარმაზარი ქვის სახრჩობელას,რომელიც აგებულ იქნა XIII საუკუნეში საფრანგეთის მეფის ფილიპე IV ლამაზის მრჩევლის – ანგერან დე მარინის (1260-1315 წლები) პროექტის მიხედვით.ცნობილია,რომ ანგერანი ფილიპეს მმარველობისას საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა და მეფესთან ერთად დიდი წვლილიც შეიტანა ქვეყანაში განხორციელებულ მრავალ რეფორმაში. (ავტორი გენია.ჯი) მანვე მიიღო მონაწილეობა ტამპილიერთა ორდენის წინააღმდეგ ბრძოლასა და მათ განადგურებაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იმ პერიოდში ტამპილიერთა ორდენის წევრების გასამარლებაზე უარი განაცხადა მრავალმა ეპისკოპოსმა,რის გამოც ფილიპეს ბრძანებითა და ანგერანის პირადი ინიციატივით,მისსავე უმცროს ძმას – ფილიპე დე მარინის მიენიჭა ეპისკოპოსის ხარისხი და მასვე დაევალა კიდეც ტამპილიერთა ორდენის წევრების გასამართლება.სწორედ ამ პერიოდში იქნა შემუშავებული და აგებული – მონფოკონის სამ იარუსიანი სახრჩობელა,რომელზეც ერთბაშად 45 სიკვდილმისჯილის ჩამოხრჩობა იყო შესაძლებელი.მონფოკონის ფუნდამენტი ქვისგან იყო ნაგები და კვადრატული ფორმა გააჩნდა.მისი თითოეული გვერდის სიგრძე 14 მეტრს წარმოადგენდა და სამი მხრის პერიმეტრზე 12 მეტრი სიმაღლის მქონე 16 ქვის ბოძზე იქდგა.გარდა ამისა,შედგებოდა ჰორიზონტალურად განლაგებული ქვის ბოძებისაგანაც.სახრჩობელებისათვის განკუთვნილი თითოეული უჯრედი 2 მეტრი სიგანისა და დაახლოებით 4 მეტრი სიმაღლის იყო.ზოგიერთ ძველ ფრანგულ გრავიურაზე გამოსახულია ისეთი მომენტები,როდესაც ერთ უჯრედში ორი ადამიანიც კია ჩამოხრჩობილი.ასეთ შემთხვევაში,ამ უსაშნინლეს სიკვდილის დასასჯელ ნაგებობაში ერთბაშად 90 ადამიანის დასჯაც კი გახლდათ შესაძლებელი.
ანგერან დე მარინის მიერ დაპროექტებული მონფოკონი,უდიდეს შიშს იწვევდა ადგილობრივ მოსახლეობაში,რისთვისაც ნაწილობრივ იყო კიდეც იგი გათვლილი.თუმცა საინტერესოა ისიც რომ,ისევე,როგორც სხვა უამრავ შემთხვევაში,მონფოკონის მსხვერპლი თავად მისივე დამპროექტებელი გახდა.ხელისუფლებაში 16 წლიანი მოღვაწეობისა და ფილიპე IV-ეს გარდაცვალების შემდეგ,საფრანგეთის სამეფო ტახტზე ლუი X ჭირვეული ავიდა,რომელთანაც რიგი ფრანგი სახელმწიფო მოღვაწეების ინტრიგების შედეგად ურთიერთობა დაეძაბა,რის შედეგადაც,მალევე არა მარტო თანამდებობიდან (პირველი მინიტრობიდან) გაანთავისუფლეს,არამედ ბრალი დასდეს სახელმწიფო თანხების გაფლანგვასა და ღალატში.დაკავებულ იქნა როგორც თავად,ასევე მისი მეუღლეც.ხოლო პირად საკუთრებაში არსებული ქონება კი სახელმწიფოს გადაეცა.გასამართლების შემდგომ – მონფოკონის გიგანტური სახრჩობელის ავტორი, – ანგერან დე მარინი, 1315 წლის 30 აპრილს თავადვე ჩამოახრჩვეს საკუთარ ქმნილებაზე.ანგერანის შესახებ ინფორმაცია მოცემულია დიდი ფრანგი მწერლისა და საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრის – მორის დრიუონის რომანების სერიაში,სახელწოდებით – “დაწყევლილი მეფეები”.
მონფოკონზე ადამიანების სიკვდილით დასჯის უკანასკნელი შემთხვევა დაახლოებით 1629 წელს დაფიქსირდა,ხოლო თავად ნაგებობის ნგრევა დაწყებულ იქნა 1760 წელს.მას შემდეგ,რაც 1790 წელს სიკვდილმისჯილების დასჯა “გილიოტინის” საშუალებით დაიწყეს,მონფოკონს უკანასკნელი ბოძებიც გამოაცალეს.შესაბამისად,აღნიშნულ ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია. (ავტორი გენია.ჯი)
ანგერან დე მარინის სიკვდილით დასჯა მონფოკონზე