რამდენჯერ აღნიშნავენ იაპონელები – “ბავშვთა დღეს”?!
“ამომავალი მზის ქვეყანაში” – იაპონიაში,ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში,განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქვეყნის მომავალ თაობას – ბავშვებს.იაპონელები,ბავშვთა სამ საერთო ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ: 3 მარტს აღნიშნება – “გოგონების დღე”, 5 მაისს – “ბიჭების დღე” და 15 ნოემბერს “სიტი-გო-სანი”,რაც თარგმანით აღნიშნავს – “შვიდი-ხუთი-სამს”.იაპონელთა აზრით 7, 5 და 3 წლის ასაკი,ბავშვების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გარდამტეხი მომენტია.თითოეულ იაპონურ საბავშვო დღესასწაულს თავიანთი ისტორია გააჩნია.იაპონელთა ოჯახში ბავშვის დაბადება ასოცირდება ზეციური ანგელოზის მოვლინებასთან და შვიდ წლამდე მათ განიხილავენ არა როგორც ბავშვებს,არამედ როგორც ღვთიურ არსებებს.სწორედ ამიტომ არის,რომ ისინი შვიდი წლის ასაკამდე მათ ყველა კაპრიზს არულებენ.შესაბამისადმ,მათთვის ყველაფრის გაკეთება დასაშვებია.ყოველი ასეთი დღესასწაულის დღეებში მშობლებს ზემოაღნიშნული ასაკის მქონე ბავშვები ტაძრებში მიჰყავთ და მათ ღვთაებებს მადლობას სწირავენ იმისათვის,რომ მათი შვილები ჯანმრთელები და ბედნიერები არიან.
3 მარტს აღინიშნება “გოგონების დღე” (ამ დღესასწაულს “თოჯინების” დღესაც უწოდებენ) და ის იაპონელი ოჯახები,რომელთაც პატარა გოგონები ჰყავთ,სახლებში ტრადიციულ კიმონოებში გამოწყობილ უამრავ თოჯინებს გამოფენენ ხოლმე.საინტერესოა ისიც,რომ ეს თოჯინები იაპონურ ოჯახებში საჩვენებელ და საპატიო ადგილას ერთი თვის მანძილზეა წარმოდგენილი.ასეთი სახის თოჯინები,როგორც წესი ძვირფასი მასალისაგან არიან დამზადებული და ისინი თაობიდან თაობებს გადაეცემა.
5 მაისი – “ბიჭების დღე” აღინიშნება,ხოლო საერთო ეროვნული საბავშვო დღე – “სიტი-გო-სანი” 15 ნოემბერს და მისი აღნიშვნა სათავეს 1948 წლიდან იღებს.ასეთ დღეებში ეწყობა მრავალი საზეიმო ცერემონიალი,მათ შორის ეგრეთ წოდებული საჰაერო გველების,ფრანების (საფრენი აპარატების) ცაში გაშვება,რასაც არა მარტო პატარა იაპონელი ვაჟები ანხორციელებენ,არამედ უფროსი ასაკის მამაკაცებიც.იმართება სპორტული ღონისძიებები,ხოლო საღამოს ბავშვების ჯანმრთელობისათვის აღესრულება ღვთისადმი სამადლობელი რიტუალები.იაპონელი ბავშვების საერთო ეროვნულ დღესასწაულზე,პატარებს ასაჩუქრებენ უამრავი სხვადასხვა საჩუქრებით; საზეიმო იერით რთავენ სახლებს და ერთმანეთს უმასპინძლდებიან ტრადიციული ეროვნული კერძებით.მათ შორის ბრინჯითაც,რომელიც ჯანმრთელობასთან,ხანგრძლივ სიცოცხლესთან და ბოროტი სულების განდევნასთან ასოცირდება. (ავტორი გენია.ჯი)