ვინ დააზიანა პირველად – “დიდი სფინქსის” მონუმენტალური სკულპტურა?
ნილოსის სანაპიროზე ეგვიპტურ ქალაქ გიზაში აგებული კოლოსალური სიდიდის მქონე დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი უძველესი მონუმენტალური სკულპტურა – “დიდი სფინქსი”,რომლის სიგრძე 72 მეტრი,ხოლო სიმაღლე 20 მეტრია და რომლის აგების სავარაუდო თარიღადაც ძვ.წ.აღ-ით 2 500 წელი სახელდება,საყოველთაოდ გავრცელებული და დამკვიდრებული აზრით,თავდაპირველად დაზიანებულ იქნა საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ I ბონაპარტის არმიის ჯარისკაცების მიერ,რომლებიც მისი მისამართით სხვადასხვა სახეობების იარაღიდან,მათ შორის მსხვილკალიბრიანიდანაც,ანხორციელებდნენ სროლებს.სხვა ვერსიების თანახმად,იგი დაზიანებულ იქნა ინგლისელი მებრძოლებისა და ეგვიპტელი მამლუქების მიერ.საინტერესოა ის გარემოება,რომ ნაპოლეონის არმიის ეგვიპტეში შესვლამდე,აღნიშნული ქანდაკების ცხვირი უკვე დაზიანებული იყო,რასაც ცნობილი დანიელი მხატვრის,მოგზაურისა და კაპიტნის – ფრედერიკ ლუდვიგ ნორდენის (1708-1742 წლები) სურათებიც მოწმობენ.მან ეგვიპტეში დანიის მეფის პირადი ბრძანების საფუძველზე 1737 წელს იმოგზაურა და სწორედ ამ დროს დახატა 200-მდე სხვადასხვა ეგვიპტური ისტორიული ობიექტების სურათები,რომლებშიც “დიდი სფინქსი” ცხვირმოტეხილი სახით იყო წარმოდგენილი.შესაბამისად,ნაპოლეონის ჯარისკაცები არ ყოფილან პირველები,რომლებმაც ეს დიდებული ქანდაკება დააზიანეს.თუმცა,არსებობს “დიდი სფინქსის” დაზიანების სხვა ვერსიაც,რომელიც შემოთავაზებულ იქნა შუასაუკუნეების ეგვიპტელი (კაიროელი) ისტორიკოსის – ალ-მაკრიზისა მიერ და რომელსაც რიგი ისტორიკოსები ერთ-ერთ ყველაზე სანდო ვერსიად განიხილავენ.კერძოდ: 1378 წელს “დიდი სფინქსი” დააზიანა ერთ-ერთმა ისლამისტმა (სუფიელმა) ფანატიკოსმა – საიმ-ალ-დაჰრიმ,რის გამოც იგი განრისხებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩაქოლა.სხვა ისტორიული წყაროებიც ამავე პიროვნებას ასახელებენ საშინელი ვანდალიზმის ავტორად,თუმცა ისინი მიუთითებენ,რომ საიმ-ალ-დაჰრი არა ჩაქოლვის შედეგად იქნა მოკლული,არამედ თავად სახელმწიფოს მიერ იქნა გასამართლებული და ჩამოხრჩობილი 1378 წელს.სამწუხაროდ,ფაქტი ფაქტად რჩება: ”დიდი სფინქსის” დიდებული ქმნილება ადამინების ვანდალური ქმედების შედეგად იქნა დაზიანებული და არა რაიმე ბუნებრივი სტიქიის მიზეზით. (ავტორი გენია.ჯი)