ტრუმენ გარსია კაპოტე – “ეპიზოდი”
დიდმა ამერიკელმა მწერალმა – ტრუმენ გარსია კაპოტემ (1924-1984 წლები), 1966 წელს გამოაქვეყნა რეალურ ისტორიაზე დაყრდნობილი ჟურნალისტური რომანი – “ცივსისხლიანი კკვლელობა”.ნაწარმოებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და უმალვე იქცა ბესტსელერად.მწერლის მიერ რომანში მოყვანილი ისტორია ეხება 1959 წლის 14 ნოემბერს კანზასის შტატში მედბარე ჰოლკომბის დასახლებაში ჩადენილ უსასტიკეს მკვლელობას,რა დროსაც ერთ-ერთი ოჯახის ოთხი წევრი მოკლული იქნენ პერი სმიტისა და რიჩარდ “დიკ” ჰიკოკის მიერ.მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პიროვნებას სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა,რის შემდეგაც 1965 წლის 14 აპრილს ისინი სიკვდილით დასაჯეს (ჩამოახრჩვეს) კიდეც.ამ ამაღელვებელი და დრამატული სიუჟეტის მქონე რომანმა,კაპოტეს არა მარტო დიდი პოპულარობა,არამედ უზარმაზარი ჰონორარიც – 4 მილიონი ამერიკული დოლარი მოუტანა.საინტერესო და მეტად გასაოცარია ის გარემოება,რომ მას შემდეგ,რაც ნაწარმოების ავტორის საბანკო ანგარიშზე ზემოაღნიშნული ჰონორარი დაირიცხა,ტრუმენ გარსია კაპოტემ მოიძია ნაწარმოების იმ ორი რეალური მთავარი გმირის საფლავები,რომლებიც სიკვდილით იქნენ დასჯილნი და მას შემდეგ,რაც აღმოაჩინა,ჰონორარიდან საკმაოდ დიდი თანხა – 70 000 ამერიკული დოლარი დახარჯა იმისათვის,რომ მათ საფლავებზე მათივე ძეგლები აეგო. (ავტორი გენია.ჯი)
პერი სმიტი და რიჩარდ “დიკ” ჰიკოკი