იცით თუ არა,რომ
1. ძველი რომაელები,რომლებიც ტრადიციულ სამოსს – ტუნიკს ატარებდნენ,შარვალს ბარბაროსების ტანისამოსად მიიჩნევდნენ და შესაბამისად,შარვლის ჩაცმა მათთვის უხამსობასთან ასოცირდებოდა.გალიას,სადაც მამაკაცები შარვლებით იმოსებდოდნენ,დაცინვით მოიხსენიებდნენ როგორც – “გალია შარვალში”.
2. ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში განთავსებულ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობასთან ავტომანქანის არასწორი პარკირებისათვის 205 ამერიკული დოლარი ჯარიმაა დაწესებული.აღნიშნული ჯარიმას არასწორი პარკირებისათვის იხდიან როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები,ასევე დიპლომატებიც. (ავტორი გენია.ჯი)
3. სპეციალისტები ირწმუნებიან რომ,ყველის დამზადება დედამიწაზე მობინადრე 24 სხვადასხვა სახეობის ძუძუმწოვრის რძისგან არის შესაძლებელი.
4. აცტეკები თავიანთ თავს – მეშიკებს უწოდებდნენ.
5. პირველი ქალი,რომელიც რომაელებმა მონეტაზე გამოსახეს გახლდათ დიდი რომაელი მხედართმთავრისა და კონსულის მარკუს ანტონიუსის რიგით მესამე ცოლი – ფულვია ბამბულა (ძვ.წ.აღ-ით 77-40 წლები).
6. იოსებ სტალინი სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე წუხდა: “უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა,ბოლშევიკები უფრო ჭკვიანები რომ ვყოფილიყავითო”. (ავტორი გენია.ჯი)
7. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,მსოფლიოში,წელიწადში,საუბედუროდ,საშუალოდ 800 000 ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს სუიციდით.
8. ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს ფუძემდებელი – კიმ ირ სენი (ნამდვილი სახელი – კიმ სონ ჩუ),მანჯურიაში სწავლისას,ახალგაზრდა მარქსისტებთან კონტაქტისათვის 17 წლის ასაკში დააკავეს და 6 თვით ციხეში ჩასვეს.
9. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1941 წლის 19 ოქტომბერს გერმანიის ჯარები ყველაზე ახლოს, 42 კილომეტრში იდგნენ მოსკოვთან.
10. პირველი “გაცნობის სააგენტო” გახსნილ იქნა 1650 წლის 29 სექტემბერს გერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში,ვინმე ჰენრი რობინსონის მიერ.