ჯორჯ ვაშინგტონი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი - ჯორჯ ვაშინგტონი,საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე (1789 წლის 5 ოქტომბერს) ნიუ-ორკში მდებარე იმ პერიოდისათვის ერთადერთ ბიბლიოთეკას ეწვია,რა დროსაც ბიბლიოთეკიდან ორი წიგნი: შვეიცარიელი იურისტის ემერ დე ვატელის – “ერების უფლებები” და ბრიტანეთის წარმომადგენლობითი პალატის დებატების ოქმების კრებული წაიღო. 1754 წელს ნიუ-ორკელი მოქალაქეების მიერ დაარსებული ბიბლიოთეკის შიდაგანაწესის თანახმად,მას წიგნი ბიბლიოთეკისათვის არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უნდა დაებრუნებინა,თუმცა ვაშინგტონს წიგნები არ დაუბრუნებია.აღნიშნული დანაკარგი,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ნიუ-იორკის ბიბლიოთეკამ წიგნების გატანიდან მხოლოდ 221 წლის შემდეგ საინდექსო ბარათების შემოწმების შედეგად აღმოაჩინა.როგორც წესი,იმ პერიოდში წიგნის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ბიბლიოთეკას სპეციალური ჯარიმები ჰქონდა დაწესებული.იმ ინფლაციისა და ფულის კურსის ცვალებადობის შედეგად,რომელიც ზემოაღნიშნულ 221 წლიწადში მოხდა,ვაშინგტონის ჯარიმამ კოლოსალურ თანხას – 300 000 ამერიკულ დოლარს მიაღწია.თუმცა,ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ განაცხადა,რომ იმ შემთხვევაში,თუკი ჯორჯის მიერ წაღებულ წიგნებს ვინმე უკან დააბრუნებდა,მზად იყო ჯარიმა გაეუქმებინა (საყურადღებოა ის გარემოება,რომ 1789 წელს გამოცემული წიგნების ფასი და ზოგადად ისტორიული ღირებულება არანაკლები გახლდათ ჯარიმის გადასახდელი ფასისაგან).მაგრამ სად უნდა მოეძიათ საუკუნეების წინ დაკარგული წიგნები – არავინ იცოდა.სიტუაციიდან გამოსავალი ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის მუზეუმის ადმინისტრაციამ გამონახა.მათ ნიუ-იორკის ბიბლიოთეკას შესთავაზეს ანალოგიური წიგნების გადაცემა,თუმცა გასათვალისწინებელია ის,რომ ეს წიგნები არ იყო ის,რაც ვაშინგტონმა თავის დროზე გაიტანა ბიბლიოთეკიდან.ერთ-ერთ ინტერნეტ-აუქციონზე ჯორჯ ვაშინგტონის მუზეუმის ხელმძღვანელობამ აღმოაჩინა სწორედ იმ დროს გამოცემული შვეიცარიელი იურისტის წიგნი “ერების უფლებები” და მასში 12 000 ამერიკული დოლარიც გადაიხადა,ხოლო მეორე წიგნი აღმოჩენილი ვერ იქნა და იგი დღემდე საბოლოოდ დაკარგულად ითვლება. 2010 წლის 19 მაისს გაიმართა ზემოაღნიშნული წიგნის ნიუ-ორკის ბიბლიოთეკისათვის გადაცემის საზეიმო ცერემონია და მიუხედავად იმისა,რომ ჯარიმის თანხა ერთობ აღემატებოდა ჯორჯ ვაშინგტონის მუზეუმის მიერ შეძენილი წიგნების ფასს,ჯარიმა მაინც დიდსულოვნად იქნა გაუქმებული.საინტერესოა ისიც,რომ ჯორჯ ვაშინგტონი გახლდათ ის ადამიანი,რომელიც არასოდეს არავის ატყუებდა და ასეთ ფაქტს მისი სახელმწიფოებრივი საქმეების გადატვირთულობით ხსნიან. (ავტორი გენია.ჯი)