ბოლშევიკური ჯოჯოხეთი
ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებიდან დაიწყეს მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი “ტერორი” საკუთარი ხალხის მისამართით.მათ მიერ ესოდენ სწრაფად და ეფექტურად განხორციელებული უსასტიკესი რეპრესიები ადასტურებს იმ ფაქტს,რომ ბოლშევიკები და ზოგადად კომუნისტები,ასე იქცეოდნენ არა გამოუვალი მდგომარეობის-და გამო,არამედ წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.ტერორს ორი უმთავრესი სამიზანე ჰქონდა: ძველი ელიტის სრული განადგურება და საზოგადოების ატომიზაცია.მეორე მიზნის მისაღწევად საჭირო იყო ძალადობის ქვეშ მოქცეულიყვნენ არა მარტო “დამნაშავაეები”,არამედ “სრულიად უდანაშაულოებიც”.ეს იმ ადამიანების მიმართაც კი ნხორციელდებოდა,რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურად იყვნენ განწყობილნი.მათივე მოსაზრებით,ტერორსა და რეპრესიებს ამ უზარმაზარი იმპერიის მოსახლეობაში საყოველთაო შიში უნდა დაენერგა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ თითოეული საბჭოთა მოქალაქე იმ პერიოდში ცდილობდა,რაც შეიძლება ყველასაგან შეუმჩნევლად ეცხოვრა.იმპერიაში სრულიად წაიშალა ზღვარი დამნაშავეებსა და უდანაშაულოებს შორის.ერთ-ერთი აქტიური ჩეკისტის მ.ლაცისის ჩანაწერებში ვკითხულობთ: “არასოდეს ეძიოთ გამოძიების მასალებში მტკიცებულებები იმისა,რომ ბრალდებული საქმით ან სიტყვით იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.უმთავრესი და პირველი შეკითხვა ბრალდებულებისადმი გახლავთ ის,თუ რომელ კლასს მიეკუთვნება იგი.შემდეგ შეკითხვებია: რომელი წარმომავლობის არის,რა განათლება და აღზრდა აქვს მიღებული და რომელი პროფესიის წარმომადგენელია.სწორედ ამ კითხვებზე გაცემული პასუხები განსაზღვრავს ბრალდებულის შემდგომ ბედს”.საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი ნიკოლოზ კრილენკო აცხადებდა: ” – ჩვენ მოვალენი ვართ დავსაჯოთ არა მარტო დამნაშავეები,არამედ უდანაშაულოებიც.რადგან უდანაშაულოების დასჯა ხალხის მასებზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს”.
ჩეკას თანამშრომლებს იმ პერიოდში არაერთხელ აღუნიშნავთ,რომ მათი უფლებები მკვლელობებზე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე,ანალოგი გახლდათ იმისა,რაც ფრონტის წინა ხაზზე მტრის მებრძოლების განადგურება იყო.იგივე მ.ლასიცი აცხადებდა: “ჩეკა – არ გახლავთ არც საგამოძიებო უწყება,არც სასამართლო და არც ტრიბუნალი.იგი წარმოადგენს ორგანოს,რომელიც აწარმოებს სამოქალაქო ომს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.ჩეკა მტერს კი არ ასამართლებს,არამედ ანადგურებს.კი არ იწყალებს,არამედ სპობს იმ ხალხს,რომლებიც ბარიკადების სხვა მხარეს აღმოჩნდნენ”.ჩეკისტები შიდა ფრონტზე ანადგურებდნენ სრულიად უდანაშაულო და უიარაღო ადამიანებს.მათ შორის ბავშვებსა და ქალებს.კომუნისტების მილიტარისტულ რიტორიკას ადგილობრივი მოსახლეობა მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა.რეპრესიებს ექვემდებარებოდნენ არა მარტო უბრალო საბჭოთა მოქალაქეები,არამედ თავად პარტიის ის წამყვანი პოლიტიკური ფიგურებიც,რომლებიც ქმნიდნენ ამ უსასტიკეს რეჟიმს.ბოლშევიკური ხელისუფლება იყო ის რეჟიმი,რომელმაც თავდაცვისა და ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად საკუთარი მოქალაქეების ტერორი აირჩია.მათი მმართველობის სტილს საყოველთაოდ ცნობილი რომაელი დიქტატორის სულასა და ფრანგი იაკობინელების მმართველობას ადარებენ,თუმცა მათგან განსხვავებით მასშტაბები გაცილებით გრანდიოზული იყო.შესაბამისად,რეპრესიები და ტერორი გახლდათ ის უმთავრესი საყრდენი,რაზედაც კომუნისტური რეჟიმი იდგა.შტაინბერგი წერდა: “საბჭოებისთვის ტერორი – რეჟიმის მიერ ლეგალიზებული სისტემაა”.ცნობილი რუსი პოეტი – ივანე ბუნინი,რომელიც აღშფოთებული იყო მიმდინარე მოვლენებით,თავის დღიურში აღნიშნავდა,რომ მათ ყველა დაშვებულ ზღვარს გადააბიჯეს და ხალხი სრულიად დაარწმუნეს იმაში,რომ ეშმაკი მართლაც არსებობს.
ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებში დაიწყო ორგანიზებული ომი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და მასში გამოყენებული იქნა მთელი სამხედრო ხელოვნება,სტრატეგია და ტაქტიკა.ამ შიდა ომს კი,იმპერიაში მაცხოვრებელი მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.აღნიშნულ რეპრესიებში ჩართული იყო მთელი სახელისუფლებო მანქანა,მათ შორის დაზვერვა და კონტრდაზვერვა.საყურადღებო ფაქტია,რომ კომუნისტებმა შპიონაჟი არა მხოლოდ უცხო ქვეყნების წინაამდეგ,არამედ თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგაც მიმართეს, და ამისათვის ისინი უზარმაზარ სახელმწიფო ხარჯებს გაიღებდნენ.მანამდე მსოფლიოს არასოდეს ენახა მსგავსი რამ… უინსტონ ჩერჩილი საბჭოთა ხელისუფლებას -” ყასბებად” მოიხსენიებდა,რაც სრული ჭეშჭმარიტება გახლდათ.იმპერიის მმართველები ისეთი აღმაფრენით საუბრობდნენ ადამიანების დასჯაზე,თითქოს ამით განუზომელ სიკეთეს სჩადიოდნენ.სწორედ ისინი მოუწოდებდნენ თავიანთ ქვეშევრდომებს მასობრივად გაენადგურებინათ მათი ხელისუფლებისათვის მიუღებელი პერსონები.კომუნისტები ხალხს ნათელი მომავლისაკენ წასვლას ჰპირდებოდნენ,თუმცა-კი ჯოჯოხეთისაკენ წაიყვანენ.რაღა თქმა უნდა ამაზრზენია,როდესაც ადამიანს სიკვდილით სჯიან,თუმცა მას შემდეგ,რაც კარგად ჩაიხედავ ამა თუ იმ სიკვდილმისჯილის ბიოგრაფიაში,სადღაც შესაძლოა მათი დასჯა სამარლიანობის “ზეიმადაც” კი მიიჩნიოს ადამიანმა.ამას ვამბობ იმათზე,ვინც შემოქმედი იყო მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით დასჯისა.ერთ-ერთი ასეთი ჯალათი გახლდათ,ერთ დროს საბჭოთა ხელისუფლების მაღალჩინოსანი – გრიგორი ზინოვიევი.მას არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ,რომ “მოწინააღმდეგეები”,რამდენიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი,უსიკვდილოდ უნდა განადგურებულიყვნენ.თუმცა,როდესაც თავად დააპატიმრეს და სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად მიჰყავდათ,შეწყალებას ითხოვდა,ლოცულობდა და ჯალათებს ჩექმებს უკოცნიდა… (უბრალო მოქალაქეების შემდგომ,რევოლუციამ თავისი შვილების შეჭმა დაიწყო და მრავალი გაუყენა კიდეც საიქიო გზას). (ავტორი გენია.ჯი)