ფრანჩესკო აიეცი – “კოცნა”
“კოცნა” – წარმოადგენს დიდი იტალიელი მხატვრისა და XIX საუკუნის შუანახევრის რომანტიზმის წამყვანი ხელოვანის - ფრანჩესკო აიეცის (1791-1882 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავებით დახატულ შედევრ-სურათს.სურათზე მუშაობა მხატვარმა 1859 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.ტილოს სიმაღლე 112 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 88 სანტიმეტრი.როგორც სახვითი ხელოვნების მოყვარულთათვის არის ცნობილი,აიეცის შემოქმდება განსაკუთრებულად მდიდარი იყო იტორიული სიუჟეტებით,პოლიტიკური ალეგორიებითა და ბრწყინვალე პორტრეტული გამოსახულებებით.აღნიშნული ტილო კი იტალიური რომანტიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია და სწორედ ამიტომაც მიიჩნევდა ფრანჩესკო მას,თავისი შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად. (ავტორი გენია.ჯი) ტილოზე მკვეთრად იგრძნობა იტალიური რომანტიზმი,ნატურალიზმი და ყურადღება გამახვილებულია სიყვარულის მძაფრ გრძნობაზე,რომელიც თავის მხრივ რისორჯიმენტოსა (პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა, რომლის შედეგადაც მეცხრამეტე საუკუნეში იტალიის ნახევარკუნძულის სხვადასხვა სახელმწიფოები გაერთიანდნენ და შექმნეს ერთიანი სახელმწიფო – იტალია) და პატრიოტიზმის იდეალებით არის გაჟღენთილი.სურათზე გამოსახული წყვილი ალოიზიურად შესაძლოა უილიამ შექსპირის უკვდავი დრამის პერსონაჟებად რომეოდ და ჯულიეტად,ან – ალესანდრო ნამძონის რომანის – “დანიშნულების” გმირებად – რენცოდ და ლუჩიოდ აღვიქვათ.სურათზე ასახულ სიუჟეტში ფრანჩესკომ სრულად გააერთანა არა მარტო წყვილის პირადი სიყვარული,არამედ იგულისხმა იტალიელი ერის გაერთიანება და შესაბამისად,ერთიანი სამშობლოს სიყვარულიც.სურათზე ასახული პერსონაჟების ტანისამოსი და არქიტექტურა მოწმობს,რომ მოქმედება შუა საუკუნეების პერიოდში ხდება,თუმცა ახალი და კაშკაშა იკონოგრაფია მას თანამედროვეობის განცდას აძლევს.
პირველად,აიეცის ტილო ფართო საზოგადოებისათვის წარმოდგენილ იქნა 1859 წლის სექტემბრის თვეში ბრერის აკადემიაში მოწყობილ გამოფენაზე,სამი თვის შემდეგ,რაც მილანს ეწვია იტალიის მომავალი მეფე – ვიტორიო ემანუელე II და საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი,რომელთა გაერთიანებულმა კოალიციამაც სოლფერინოს ბრძოლაში (1859 წლის 24 ივნისს) დაამარცხა ავსტრიის იმპერატორის – ფრანც იოზეფ I-ის არმია.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მხატვარმა შემდგომში ამავე სურათის სამი ასლიც შექმნა,რომელთაგან ორი კერძო კოლექციაშია დაცული,ხოლო მესამე ტილო კი 2008 წელს სოთბის აუქციონზე ლონდონში იქნა გაყიდული 780 450 ფუნტ-სტერლინგად.დღესდღეობით,ფრანჩესკო აიეცის მიერ შექმნილი პირველი ტილო – “კოცნა”,დაცულია მილანში მდებარე ბრერის პინაკოთეკაში,რომელიც თავის მხრივ მილანის ერთ-ერთი უდიდესი გალერეაა. (ავტორი გენია.ჯი)
ფრანჩესკო აიეცი