ალბერტ აინშტაინი – “ეპიზოდი”
ადოლფ ჰიტლერისა და ზოგადად,ფაშისტების გერმანიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ალბერტ აინშტაინი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და თავი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის შეეფარებინა.ფაშისტების “გონიერება” იმაშიც კარგად გამოჩნდა,რომ,როდესაც მათ შეიტყვეს გენიალური ფიზიკოსის გერმანიიდან გაქცევის შესახებ ინფორმაცია,ჯერ მის მშობლიურ სახლს გაუკეთეს კონფისკაცია,შემდეგ გამოიტანეს მისი სახლიდან აინშტაინის ყველა ნაშრომი და ცეცხლს მისცეს.ხოლო მოგვიანებით კი განადგურებული იქნა გერმანიაში არსებული მისი ყველა სამეცნიერო ნაშრომებიც.ამერიკაში გადასვლის შემდეგ აინშტაინმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.ეს განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა 1950-იან წლებში,მაშინ,როდესაც ქვეყნის სილამაზის ერთ-ერთ სიმბოლოდ – მერილინ მონრო მიიჩნეოდა.თუკი ალბერტს აშშ-ს გენიალურობის ეტალონად მიიჩნევდნენ,მერილინ მონროს სილამაზის სიმბოლოდ აღიარებდნენ.სწორედ იმ პერიოდში გავრცელდა მათ შესახებ ანეკდოტი,რომელმაც იმ პერიოდში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა:
“ალბერტ აინშტაინი და მერილინ მონრო ერთმანეთს ერთ-ერთ საზეიმო წვეულებაზე შეხვდნენ,რა დროსაც მსახიობმა ფიზიკოსს უთხრა: ” – ჩვენ რომ საერთო შვილი გვყოლოდა და მას თქვენი გონიერება და ჩემი სილამაზე დაჰყოლოდა,ეს მართლაც შესანიშნავი რამ იქნებოდაო”,რაზეც ალბერტს გაეღიმა და მერილინს მიუგო: ” – ბავშვს რომ თქვენი გონიერება და ჩემი სილამაზე დაჰყოლოდა,ეს ხომ ნამდვილი კატასტროფა იქნებოდაო”. (ავტორი გენია.ჯი)