ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,მრავალ გენიოსს (მათ შორის ხელოვანებს,მუსიკოსებს,პოლიტიკოსებსა და ასე შემდეგ) ისეთი საშინელი ხელწერა (კალიგრაფია) გააჩნდა,რომ მათ გაშიფვრას მათივე უახლოესი ადამიანების,ან კიდევ სპეციალისტების დახმარება სჭირდებოდა, და ყოფილა შემთხვევები,რომ ასეთი ხელნაწერების გაშიფვრა-გადაწერას რამდენიმე წელიც კი დასჭირვებია.ლევ ტოლსტოის ნაწერებს მხოლოდ მისივე მეუღლე შიფრავდა,კარლ მარქსის ხელნაწერების წაკითხვას ერთობ დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა და ამას მისი უახლოესი მეგობრები ახერხებდნენ,ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ დაწერილი ნაწარმოების “კლისონი და ეჟენი”-ს წაკითხვას ექსპერტები დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ,ასევე იყო ლეონარდო დავინჩის ხელნაწერების შემთხვევაშიც.დიდი ბრიტანეთის ლეგენდარულ პრემიერ-მინისტრს – სერ უინსტონ ჩერჩილსაც საშინელი ხელწერა ჰქონდა,რის გამოც მას ერთ-ერთმა ახლობელმა ადამიანმა ხუმრობით უთხრა,რომ ისეთივე კალიგრაფია გააჩნდა,როგორიც ძველი ეგვიპტის დიდებულ დედოფალს – კლეოპატრას.უინსტონი,რომელიც არ იცნობდა კლეოპატრას საშინელ კალიგრაფიას,ამ წინადადებამ ერთობ აღაფრთოვანა.ასეთი მაგალითების მოყვანა ძალიან შორს წაგვიყვანს…
ასევე იყო გენიალური გერმანელი კომპოზიტორის,პიანისტისა და დირიჟორის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შემთხვევაშიც,რომელიც საშინელი კალიგრაფიითა და მეტად განსხვავებული ხელწერის სტილით გამოირჩეოდა.მის მიერ დაწერილი შედევრი – “მეცხრე სიმფონიის” ტექსტის გაშიფვრა,დაწერიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოხერხდა,რადგან ის გადამწერი,რომელიც ბეთჰოვენის ნაწარმოებებზე მუშაობდა და რომელიც ლუდვიგს ძალიან უყვარდა – გარდაიცვალა.ახალი გადამწერები კი რაღა თქმა უნდა გენიალური კომპოზიტორის “ორიგინალურ” ხელწერას არ იცნობდნენ,რის გამოც ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ მათ გასაგებ ენაზე გადასაწერად.თუმცა უნდა ავღნიშნოთ,რომ ისინი ამ დროს შეცდომებს უშვებდნენ,რაც ერთობ აღაშფოთებდა ხოლმე ბეთჰოვენს.ერთ დღეს,როდესაც თავის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოების ტექსტში კიდევ ერთხელ აღმოაჩინა გადამწერის მიერ დაშვებული შეცდომა,იმდენად განრისხდა,რომ ნოტების ბოლოში მიაწერა: “du verfluchter Kerl!”,რაც თარგმანით – “შენ წყეული სულელი ხარ!” (ავტორი გენია.ჯი)