ადოლფ ჰიტლერი – “ეპიზოდი”
როგორც ფაშისტური გერმანიის ფიურერის – ადოლფ ჰიტლერის ერთ-ერთი პირადი მდივანი (სულ მას ოთხი პირადი მდივანი ჰყავდა) – ტრაუდლ იუნგე (1920-2002 წლები) იგონებდა, კაცობირობის წინააღმდეგ ჩადენილი უსაშინლესი დანაშაულის სულისჩამდგმელს თავისუფალ დროს ძალიან უყვარდა კითხვა.მის საყვარელ ლიტერატურას ძირითადად წარმოადგენდა პოლიტიკური და მეცნიერულ-ტექნოლოგიური ჟანრის ნაწარმოებები და არა მხატვრული ლიტერატურა.იგი კითხულობდა არა მარტო მრავალფურცლიან დიდ წიგნებს,არამედ პამფლეტებს,გაზეთებს,ტრაქტატებს და ბროშურებსაც კი.თუმცა უნდა ავღნიშნოთ,რომ ყოველი ასეთი ბეჭდვითი ქმნილება მის ინტერესებსთან აუცილებლად უნდა ყოფილიყო თანხვედრაში.ჰიტლერისათვის დამკვიდრებული ტრადიცია იყო ისიც,რომ,სანამ ნაწარმოების წაკითხვას დაიწყებდა,წიგნს გადაშლიდა და ფურცლებს ერთი თვალის გადავლებით შეათვალიერებდა.ამას კი იგი ყოველთვის ბოლო ფურცლებიდან იწყებდა.ფიურერი კითხულობდა აბსოლუტურად ყველაფერს,რაც მისთვის იყო გამოსადეგი და საჭირო.წიგნებს უმეტეს შემთხვევაში დილას ან საღამოს კითხულობდა,ხოლო გაზეთებს კი დღის საათებში ეცნობოდა.ამტკიცებენ იმასაც,რომ სანამ კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდა,ყოველდღიურად ერთ წიგნს მაინც კითხულობდა.იუნგეს გადმოცემის თანახმად,ჰიტლერს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა,თუმცა შენიშნავდა იმასაც,რომ მათში არც ერთი კლასიკოსი მწერლის ისეთი ნაწარმოები არ იყო,რომლებიც ადამიანური და სულიერი ეპიზოდებით გახლდათ გაჯერებული.მისთვის ყველაზე ფასეულ და საუკეთესო წიგნებს წარმოადგენდა მისსავე “ავადმყოფ” იდეოლოგიასთან ახლოს მყოფი ნაწარმოებები,მაგალითად ისეთი შინაარსის მქონენი,როგორიც გახლდათ თავად ჰიტლერის – “ჩემი ბრძოლა”.ტრაუდლ იუნგე აღნიშნავდა,რომ ადოლფ ჰიტლერს არასოდეს აინტერესებდა ცხოვრების სხვა მხარეები,რასაც მისი ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ერთი თვალით გადავლებაც მოწმობდა. (ავტორი გენია.ჯი)
ტრაუდლ იუნგე (ადოლფ ჰიტლერის პირადი მდივანი)