აბრაამ ლინკოლნი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარული,რიგით მე-16 პრეზიდენტი - აბრაამ ლინკოლნი (1809-1865 წლები) რომ საკმაოდ მიზანდასახული და მიზნისაკენ შეუპოვარად მავალი პიროვნება იყო და ამას მის მიერ გავლილი ცხოვრების გზა ძალიან კარგად მოწმობს.თუკი მის ბიოგრაფიას თვალს გადავავლებთ,დავრწმუნდებით იმაში,რომ იმ ადამიანს,რომლისთვისაც მიზნის მიღწევა თავისი ცხოვრების უმთვარეს კრედოდ ქცეულა,რაოდენ დიდი განსაცდელი და მრავალი წარუმატებლობაც არ უნდა შეხვდეს,ხელები ძირს არასოდეს არ უნდა ჩამოუშვას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულის დასადასტურებლად კი აბრაამ ლინკოლნის პოლიტიკური ზენიტისაკენ მიმავალ ბილიკზე შემხვედრ ისეთ უმნიშვნელოვანეს წარუმატებლობებს გაგაცნობთ,რომლებიც ძალიან ბევრ ადამიანს საბოლოოდ ააღებინებდა ხელს ჩანაფიქრის განხორციელებაზე.მაშ ასე:
1831 წელს – აბრაამ ლინკოლნის მიერ წამოწყებულმა ბიზნესმა სრული კრახი განიცადა და იგი გაბანკროტებულად იქნა გამოცხადებული;
1832 წელს – თავის მშობლიურ კენტუკის შტატში წააგო საკანონმდებლო პალატაში მოსახვედრი არჩვენები,რის შემდეგაც კვლავაც ბიზნესს დაუბრუნდა;
1834 წელს – მისმა ხელახლა წამოწყებულმა ბიზნესმა კვლავ საშინელი კრახი განიცადა და ისევ გაბანკროტდა;
1835-36 წლებში – ზემოაღნიშნულმა წარუმატებლობებმა ნერვულ სტრესში ჩააგდო,რის გამოც მკურნალობის კურსის გავლა მოუწია;
1838 წელს – საკანონმდებლო პალატის არჩევნებში დამარცხდა;
1843 წელს – აშშ-ს კონგრესის არჩევნებზე კვლავ დამარცხება იწვნია;
1846 წელს – აბრაამმა აშშ-ის კონგრესის არჩევნებზე ისევ წამოაყენა თავისი კანდიდატურა,თუმცა უშედეგოდ,ანუ დამარცხდა;
1848 წელს – იგივე არჩევნებზე მარცხდება;
1855 წელს – ლინკოლნმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სენატის არჩევნებზე,თუმცა უშედეგოდ;
1856 წელს – მცდელობა ჰქონდა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშნულიყო,მაგრამ გეგმა ვერ განახორციელა;
1858 წელს – აშშ-ის სენატის შემდგომი არჩევნები წააგო;
1860 წელს – კი აბრაამ ლინკოლნი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად იქნა არჩეული და მოვალეობის აღსრულებას 1861 წლის 4 მარტს შეუდგა… (ავტორი გენია.ჯი)