ფილიპ ჰენრი გოსე – (აკვარიუმის გამომგონებელი)
ფილიპ ჰენრი გოსე – დაიბადა 1810 წლის 6 აპრილს ინგლისში მდებარე ვუსტერშირის საგრაფოს ქალაქ ვუსტერში.იგი წარმოადგენდა ცნობილ ინგლისელ ნატურალისტსა და ბუნებისმეტყველების პოპულარიზატორს,რომლის სახელთანაც ასოცირდება თანამედროვე აკვარიუმის გამოგონება.დღევანდელი აკვარიუმისტიკა მისი ნაშრომებიდან ერთობ დავალებულია.გოსე გახლდათ გულმოდგინე ნოვატორი საზღვაო ბიოლოგიის შესწავლის დარგში.გარდა ამისა,გატაცებული იყო მწერების შეგროვებითა და შესწავლით. (ავტორი გენია.ჯი) საერთო ჯამში,რომ ვთქვათ,ფილიპი ბუნების მიმართ გასაოცარი სიყვარულით გამოირჩეოდა,თუმცა-კი მაინც,განსაკუთრებით წყალქვეშა სამყაროს წარმომადგენლები იტაცებდა.იმ პერიოდისათვის,როდესაც გოსე მოღვაწეობდა,წყალქვეშა ბინადრების შესახებ ინფორმაციები მეტად მწირი გახლდათ. 17 წლის ასაკში მყოფმა შეიტყო,რომ უძველეს ეპოქებში ჩინელ იმპერატორებს სხვადასხვა ულამაზესი თევზების სახეობები სპეციალურ ჭურჭლებში ჰყავდათ მოთავსებული,მაგრამ მათი ხილვა მხოლოდ ზემოდან დაკვირვებით იყო შესაძლებელი,რადგან კედლები არაგამჭირვალე მასალისაგან გახლდათ დამზადებული.ფილიპის პირველი წიგნი,რომლითაც ის გაეცნო თევზების არაბუნებრივ პირობებში შენარჩუნების მეთოდებს,გახლდათ 1797 წელს ი.მ. ბეხშტეინის მიერ გამოცემული წიგნი,სახელწოდებით – “ბუნებრივი ისტორია შინაური ცხოველებისა”.მიუხედავად ამისა,ფილიპისათვის მაინც გაუგებარი რჩებოდა,თუ როგორ უნდა დაეცვა ბალანსი ფლორასა და ფაუნას შორის,მაშინ როდესაც თევზებისათვის არსებობისათვის აუცილებელი ჟანგბადი მიეწოდებინა. 1827-1836 წლებში კანადაში,ალაბამას,იამაიკასა და კუნძულ ნიუფაუნლენდზე მოგზაურობისას შეაგროვა უამრავი სხავადსხვა სახეობის მწერების კოლექცია. 1850 წლიდან კი სრულიად გადაერთო წყალქვეშა სამყაროს წარმომადგენლების – თევზების შესწავლაზე.სწორედ ამავე წელს წარმოუდგინა მან მსოფლიოს თავისი პირველი და უმნიშვნელოვანესი გამოგონება,მინისაგან დამზადებული ჭურჭელი,რომელსაც შემდგომ – აკვარიუმი ეწოდა.პირველი აკვარიუმი დამონტაჟებულ იქნა 1853 წელს ლონდონში მდებარე რიჯენტ-პარკში და იგი უმალვე იქცა უდიდესი მოწონების საგნად.მას შემდეგ,გოსეს გამოგონებამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა და ფართოდაც იქნა გავრცელებული.აკვარიუმის გამომგონებლის მიერ შედგენილი ნაშრომები ადამიანებს საშუალებას აძლევდა შეეტყოთ ის,თუ როგორ იყო შესაძლებელი თევზების აკვარიუმებში მოვლის სპეციფიკა.ფილიპ ჰენრი გოსე გარდაიცვალა 1888 წლის 23 აგვისტოს ინგლისის ქალაქ ტოკში.მის მიერ გამოგონებული აკვარიუმები კი ბრწყინვალე საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ წყალქვეშა სამყაროს ულამაზესი წარმომადგენლების ცხოვრების წესსა და დავტკბეთ მათი უზადო სილამაზით. (ავტორი გენია.ჯი)