ალექსანდრე ყაზბეგი – “მოვა დრო”

მოვა დრო,უზარმაზარნი

მთანიცა შეინძრევიან,

ქარი დაჰქროლებს მედგარი,

ღრუბელნი განიმქრევიან,

ზევით ცა ლაჟვარდოვანი,

ქვეშ მიწა შეირყევიან,

აწ გულნი ოდნავ მფეთქავნი

ლომ-ვეფხვსაც მოერევიან.

* * *

მოვა დრო,დაჩაგრულები

მამაცათ მოიქცევიან,

ერთის წადილით შეკრულნი,

ერთ ნდომად გადიქცევიან;

გრგვინვად ასტყდება ყიჟინა,

მშიშარნი გაიქცევიან,

ქვიტკირნი შედუღებულნი

ჩაინგრევ-ჩაიქცევიან.

მოვა დრო,ნანგრევთა შორის

მდელონი აჰყვავდებიან,

მობლისგან თავის ნაშობი

მშობლურად აღიზრდებიან;

ფრინველნი ბარტყებს დასჩეკენ,

ჭიკჭიკით დაფრინდებიან,

ქვეყნის ნუგეშად მნათობნი

ლაჟვარდში გაბრწყინდებიან.

მოვა დრო ძლევა-მოსილი,

ქართველთა შორის ამიერ

კიდით-კიდემდე გაისმის

კახური მრავალ-ჟამიერ!

იტყვიან: გამხიარულდი,

ქართველო,ყოველ წამიერ,

გული ფოლადად ნაწრთობი,

იცოცხლებს მრავალ-ჟამიერ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>